XVI საუკუნის წინარეხის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© FB / Cultural Heritage of Georgiaწინარეხის ეკლესია
წინარეხის ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკლესიის ფასადზე წარწერებია შენარჩუნებული, ერთ–ერთი მათგანი ეკლესიის აგების თარიღს იუწყება

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik.  კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე 1588 წელს აგებულ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა  ნიკოლოზ ანთიძემ შესაბამის  ბრძანებას  ხელი უკვე მოაწერა.

ღვთისმშობლის ეკლესია კომპლექსური ძეგლია: შედგება დარბაზული ტაძრის, მასზე დასავლეთიდან მიდგმული კოშკის, გალავნისა და სამრეკლოსგან.  

როგორც აღნიშნულია,  ტაძარის ფასადებზე ორი წარწერაა ჩადგმული. ერთი, სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა აღმოსავლეთი სარკმლის თავზე გრძელ ქვიშაქვის ფილაზეა შესრულებული, მეორე, შვიდსტრიქონიანი ასომთავრული ტექსტი კი სამხრეთი სარკმლის თავზე მწვანე ტუფის ქვაზეა ამოკვეთილი. ორივე წარწერა ასომთავრულითაა შესრულებული, რომელიც  იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშადაა აღიარებული. 

პირველი წარწერა  იუწყება,  რომ 1588 წელს  ეკლესია აუგია ტფილელ ეპისკოპოსს ბარნაბა ფავლენიშვილს. 

 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 2003 წლის კონვენციის თანახმად მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2008 წელს შეუერთდა. სააგენტო მოწოდებულია დაარეგისტრიროს, დაიცვას, გამოიკვლიოს და პოპულარიზება გაუწიოს ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0