„უკვდავთა ბაღში“ ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ბარელიეფები გაიხსნება

© FB / Tbilisi City Hallნატო ვაჩნაძე
ნატო ვაჩნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება ნატო ვაჩნაძის 114 წლის იუბილეს ეძღვნება.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისში ქართული კინოს ლეგენდის ნატო ვაჩნაძისა და მისი მეუღლის, რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ბარელიეფები გაიხსნება,  ნათქვამია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის (ხელოვნების სასახლე) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელოვნების სასახლეში 14 ივნისს, 18:00 საათზე ნატო ვაჩნაძის 114 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება. ასევე, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატო ვაჩნაძის ბარელიეფები გაიხსნება.

ნატო ვაჩნაძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
ვაჩნაძიანთ ტურფა ქალო, ლამაზების დედოფალო

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია ახალი, ილუსტრირებული კატალოგისა — „ნატო ვაჩნაძე“.  მაღალიპოლიგრაფიული წიგნი ხელოვნების სასახლეში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს და საზოგადოებას დიდი მსახიობის მოღვაწეობისა და ცხოვრებისეული თავგადასავლების შესახებ აქამდე უცნობ ფაქტებზე უყვება.

„ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ტანდემმა ქართულ კინოში წარუშლელი კვალი დატოვა. მათი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი ფილმები როგორებიცაა: „გიული“, „ნათელა“, „ნარინჯის ველი“, „სამშობლო“ და მრავალი სხვა.

ნიკოლოზ შენგელაიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ნატო ვაჩნაძემ გენიალურად აითვისა პლასტიკისა და კინოენის სპეციფიკა, რის გამოც მან მეუღლეს „ჩემი ცხოვრების რეჟისორი“ უწოდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0