02:19 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682
რუსთაველის თეატრი

ექსპერიმენტები სცენაზე: რუსთაველის თეატრი 24–საათიან ფესტივალს დაეთმობა

© photo: Sputnik / Alexander Makarov
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა–2018 (806)
2801

ახალგაზრდა თეატრალები 24 საათის განმავლობაში საქართველოს მთავარ თეატრალურ სცენაზე საინტერესო დადგმებს განახორციელებენ

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik.  შოთა  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი რიგით მეექვსე  „24-საათიან ექპერიმენტულ თეატრს“ 4 ივნისს უმასპინძლებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალის განსაკუთრებულობა მის ქრონომეტრაჟში მდგომარეობს. ახალგაზრდა დრამატურგები, რეჟისორები, მსახიობები და სცენარისტები 24 საათის განმავლობაში ერთობლივად შექმნიან ექსპერიმენტული სცენისთვის ადაპტირებულ  თანამედროვე სტილის დადგმებს. 

აშშ–ში დაფუძნებული ფესტივალი ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარდება. წელს „24–საათიანი  ექსპერიმენტული  თეატრი“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.  ფესტივალი თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორიის (Contemporary Arts Research Laboratory) მონაწილეობით ტარდება.

გასულ წლის მსგავსად, გამარჯვებული–პიესები რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის დადგმების რეპერტუარში შევა.

ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო მაღლაკელიძეა. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიონალურ ზრდას და ასევე ახალი თეატრალური ფორმების ძიებასა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.

ფესტივალი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ და იგი თბილისის მერიის მერიისა და თბილისის შოთა  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.


თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)

მთავარი თემები