06:10 20 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1229
  • 100 RUB4.3536
  • USD2.7871
ლუკა ჩიქოვანი და ტომასო რანო

ფილმმა ქართველი მსახიობის მონაწილეობით კანის ფესტივალი დაიპყრო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე-2018 (137)
124 0 0

კინოკრიტიკოსებმა საფრანგეთში მაღალი შეფასება მისცეს ფილმს, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი მონაწილეობს

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. იტალიელი რეჟისორის ალიჩე რორვახერის ფილმმა „ბედნიერი ლაზარე", რომელშიც ქართული წარმოშობის მსახიობი ლუკა ჩიქოვანი თამაშობს, კანის საერთასორისო ფესტივალზე მიიღო პრიზი „საუკეთესო სცენარისთვის", ნათქვამია კინოპრემიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ლუკა ჩიქოვანი, რომელიც ექვსი წლიდან იტალიაში ცხოვრობს, ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დაესწრო, ფოტოგრაფებმა ის წითელ ხალიჩაზე აღბეჭდეს. ახლა ლუკა უკვე ცნობილია არა როგორც მხოლოდ მომღერალი, არამედ როგორც წარმატებული მსახიობიც.

 

„ბედნიერი ლაზარე" — იტალია-შვეიცარია-გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი პროექტია. ფილმის პრემიერა 2018 წლის კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ეს რეჟისორის მესამე ნამუშევარია. უფრო ადრე მისმა სურათმა „საოცრებები" კანის ფესტივალზე გრან-პრი მიიღო.

 

ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, იგი იტალიაში საცხოვრებლად დედასთან ერთად ექვსი წლისა გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და საქმიანობს. ლუკა ევროპაში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, რომლის კლიპები სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კანის 71-ე საერთაშორისო ფესტივალი 8-19 მაისს გაიმართა. წელს ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი ოსკარის მფლობელი მსახიობი კეიტ ბლანშეტი იყო.

თემები:
საქართველოს სიამაყე-2018 (137)

მთავარი თემები