„მოდი ღამე მუზეუმში“: საქართველო საერთაშორისო კამპანიას უერთდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 მაისს, 21:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმებში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში 19 მაისს, 21:00 საათიდან 01:00 საათამდე ყველა საგამოფენო სივრცე ღია იქნება, ნათქვამია ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები, ექსკურსიები და სხვა მრავალი აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.

ავტობუსი გაჩერებაზე - Sputnik საქართველო
მუნიციპალური ავტობუსების მუშაობის საათები „მუზეუმების ღამეს“ გახანგრძლივდება

19 მაისს, 21:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმებში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.  

„მუზეუმების ღამის“ პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (მის.: შ. რუსთაველის გამზირი 3) მისული სტუმრები დაათვალიერებენ დროებით და მუდმივ ექსპოზიციებს, მონაწილეობას მიიღებენ შემეცნებით თამაშებსა და აქტივობებში.

მუზეუმის ფოიესა და ეზოში მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის — „ნიჭიერთა ათწლედის" უმცროსკლასელთა გუნდი და გიტარისტთა ანსამბლი, ფოლკლორული ანსამბლი,,ერქვანი" კახაბერ შაქიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი" ელენე ცარციძის ხელმძღვანელობით, ქართული ცეკვის ანსამბლი „ეგრისი" გიორგი ფალიაშვილის ხელმძღვანელობით.

საქართველოს სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
თბილისში მუზეუმების ფესტივალი დაიწყო

შესრულდება კოსტიუმირებული პერფორმანსი — აღმოსავლური გამოფენის, ანტიკური ხანისა და ქართული კოსტიუმის ექსპოზიციების მიხედვით.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში (მის.: შოთა რუსთაველის გამზირი 11) დამთვალიერებლები დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერებას გიდის თანხლებით შეძლებენ.

ზურაბ (პიკო) ნიჟარაძის გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია, მოეწყობა შემეცნებითი თამაშები და აქტივობები.

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი — ქარვასლა (მის.: სიონის ქ. 8) თბილისის ისტორიის ამსახველ მუდმივ გამოფენას შესთავაზებს. 

20:00  საათზე ქეთი კაპანაძის გამოფენა სახელწოდებით,,8 წუთი" გაიხსნება.

ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო
ტიციანის „მადონა ყრმით" თბილისში გამოიფინება

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში (მის.: ლ. ქიაჩელის ქ. 12) მუზეუმის დათვალიერებასთან ერთად სტუმრები კამერული მუსიკის კონცერტს დაესწრებიან — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის" მევიოლინეთა ანსამბლი და ტრიო კლასიკური, რომანტიზმისა და თანამედროვე პერიოდის ნაწარმოებებს შეასრულებს.

19 მაისის ღამეს სტუმრებისთვის ღია იქნება საქართველოს რეგიონებში არსებული მუზეუმები — სიღნაღის მუზეუმი, სვანეთის მუზეუმი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი. გაიხსნება ახალი გამოფენები, გაიმართება კონცერტები, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები და პოეზიის საღამოები. 


ყველა ახალი ამბავი
0