ფიროსმანის 100 წლის იუბილე - მირზაანში სტუდენტური კვირეული დაიწყო

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინიკო ფიროსმანის ნახატი „ოჯახური არიფანა“
ნიკო ფიროსმანის ნახატი „ოჯახური არიფანა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირეულზე შემოქმედებით აქტივობებს სხვადასხვა უნივერსიტეტები გამართავენ

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სოფელ მირზაანში ფიროსმანის მუზეუმში სტუდენტური კვირეულის დღეები დაიწყო, იუწყება კვირეულის ორგანიზატორი — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტო.

Картины Нико Пиросмани - Sputnik საქართველო
თბილისში ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 6 დღის მანძილზე პარტნიორის სტატუსით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები შეუერთდებიან, რომლებიც საკუთარ თეატრალიზებულ სანახაობებსა და განსხვავებული შინაარსის მქონე პერფორმანსებს წარმოადგენენ. 

შემოქმედებით აქტივობებს გამართავენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

კვირეულის ფარგლებში ფიროსმანის თემაზე შექმნილ მხატვრულ ნამუშევრებს წარმოადგენენ დედოფლისწყაროს სამხატვრო და ხელოვნების სკოლების მოსწავლეები.

სტუდენტური კვირეულის დასკვნით დღეს კი თეატრალიზებულ სანახაობებსა და გამოფენებს წარმოადგენენ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტები.

სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებიც. 

მირზაანის სტუდენტური კვირეული 17 მაისიდან 23 მაისამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0