06:17 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
სალაროები ერთ-ერთ კინოთეატრში

თბილისში საბავშვო ფილმების ფესტივალი „ოქროს პეპელა“ გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (394)
35 0 0

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია მოკლემეტრაჟიანი სამხატვრო ფილმები, დოკუმენტური კინო და ანიმაცია

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ თბილისში 29 მაისს გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

ფესტივალი ოთხ დღეს გაგრძელდება და 1 ივნისს — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს — გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. 

ქართული კინო კანის კინოფესტივალზე >>

„ოქროს პეპელა 2018“ ეძღვნება 50-იანი წლების ფრანგული კინოს უდიდესი რეჟისორის — ალბერ ლამორისის შემოქმედებას, რომელმაც სახელი მოკლემეტრაჟიანი ფილმებით გაითქვა. ალბერ ლამორისს 1953 და 1956 წელს კანის ფესტივალის გრან-პრი გადაეცა. მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „წითელი ბუშტი“ 1956 წელს გადაეცა ოქროს პალმის რტო, ხოლო 1960 წელს ამ ფილმის სცენარისთვის — ოსკარი.

კინოფესტივალის მიზანია — ნიჭიერი მოზარდებისა და მათი შემოქმედების გაცნობა. პროფესიონალი ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს 10 კატეგორიაში, მათ შორის საუკეთესო სცენარი, მსახიობი, რეჟისორი და მონტაჟი.

ფესტივალის ფარგლებში, კინოჩვენების გარდა მასტერ-კლასები ჩატარდება.

გასულ წელს ფესტივალში მონაწილეობა 15 ქვეყნის კინემატოგრაფისტებმა მიიღეს.

საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ საქართველოში 2011 წლიდან ტარდება. მონაწილეთა შერჩევისას ორგანიზატორთა მთავარი კრიტერიუმია ასაკობრივი ბარიერი. რეჟისორის, ოპერატორის, სცენარისტის და გადაღებების პროცესის მონაწილეთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 17 წელს.

ჟიურის შემადგენლობაში შედიან კინოს პროფესიონალი მოღვაწეები და გასული წლების ფესტივალის გამარჯვებულები.


თემები:
საქართველო და კულტურა (394)

მთავარი თემები