18:16 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
რატი წითელაძე

რატი წითელაძის ფილმი ტრანსგენდერის შესახებ „ოსკარის“ ნომინანტების ნუსხაშია

© FB / Rati Tsiteladze
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა–2018 (806)
13910

ევროპელმა კინოკრიტიკოსებმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი შეაფასეს.

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik.  ევროპულმა კინოაკადემიამ რეჟისორ რატი წითელაძის ფილმი „სოციუმის პატიმარი“ ნომინანტების სიაში შეიყვანა კატეგორიაში „საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმი“, აღნიშნულია პრემიის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში

ეს წარმატება წითელაძეს საშუალებას აძლევს, მიიღოს კვალიფიკაცია ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარი 2019“ პრემიაში მონაწილეობაზე.

„სოციუმის პატიმარი" — საქართველოს და ლატვიის კოპროდუქციაა. ფილმის ქრონომეტრაჟია 15 წუთი. წითელაძემ ის საკუთარი სახსრებით გადაიღო. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ფილმი ქართული მოკლემეტრაჟიანი კინემატოგრაფის ისტორიაში პირველია, რომელმაც ევროპული კინოაკადემიის ნომინაცია მიიღო.

ევროპული ინოაკადემიის გამარჯვებულების გამოცხადების ცერემონია 2018 წლის ბოლოს გაიმართება. „სოციუმის მატიმრის“ გარდა, ნომინაციაში გამარჯვებისთვის კიდევ შვიდი სურათი იბრძოლებს.

„სოციუმის პატიმარი“ – ესაა ინტიმური მოგზაურობა ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალის სამყაროსა და ცნობიერებაში, რომელიც პირადი თავისუფლებისკენ სწრაფვასა და ოჯახის ტრადიციულ მოლოდინებს შორის ხაფანგში მოექცა. ეს ყველაფერი ხდება საქართველოში ლგბტ პოლიტიკით პროვოცირებული მზარდი დაძაბულობის ფონზე“, – ასე აღწერეს რატის ფილმი ევროპული კინოაკადემიის პრემიის ვებ–გვერდზე.

რატი წითელაძემ ლოს–ანჯელესის კონსერვატორია სამსახიობო ხელოვნებისა და რეჟისურის განხრით დაამთავრა. 21 წლისა მსოფლო ჩემპიონი გახდა ორთაბრძოლაში, თუმცა, საბოლოოდ, კინოს სიყვარულმა გადაწონა.

რატი წითელაძე მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალსა და ფორუმში და მისი ნამუშევრები არაერთი ჯილდოთი აღინიშნა.

 

თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)

მთავარი თემები