რით მოხიბლა ჟურნალ Hello!-ს მთავარი რედაქტორი ქართველმა დიზაინერმა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშისვეტლანა ბონდარჩუკი
სვეტლანა ბონდარჩუკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს რუსი მოდის მოყვარულთა გარდერობში

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ჟურნალ Hello!-ს რუსული ვერსიის მთავარი რედაქტორის სვეტლანა ბონდარჩუკის ფოტოები, რომელიც ქართველი დიზაინერის ლალო დოლიძის ჯინსის ქურთუკსა და კარდიგანშია გამოწყობილი, Facebook-ში ბრენდ LALO-ს გვერდზეა გამოქვეყნებული.

აღსანიშნავია, რომ ლალო დოლიძეს, რომელმაც ბრენდი თავის დასთან, ნინოსთან ერთად შექმნა, დიზაინერის განათლება არ აქვს. ბრენდი Lalo Сardigans-ი 2013 წელს შეიქმნა და უკვე მოასწრო არამარტო ქართველ, არამედ უცხოელ მოდის მიმდევართა შორის სიყვარულის მოპოვება.

ნაქსოვი კარდიგანი ლალო დოლიძის სავიზიტო ბარათია, თუმცა, დიზაინერი ქართული თემატიკის გამოყენებით, კვლავ აგრძელებს მოდის მოყვარულთა გაოცებას.

ყველა ახალი ამბავი
0