„ევროვიზია 2016"-ის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილის წარმატება ნიუ-იორკში

© Sputnik / Levan Avlabreliმარიამ მამადაშვილი
მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ მამადაშვილმა სიმღერა New York State of Mind შეასრულა და უმცროსი თაობის მუსიკალურ შემსრულებელთა შორის საუკეთესო გახდა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2016"-ის გამარჯვებულმა მარიამ მამადაშვილმა ნიუ-იორკში Knicks Talent Search-ის შოუ-კონკურსში წარმატება მოიპოვა.

ჯგუფი „ირიაო - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2018: „ირიაო" პორტუგალიაში მიდის

ღონისძიება სპორტ-კომპლექს Madison Square Garden-ში გაიმართა, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ რამდენიმე ნომინაციაში ეცადათ ბედი.

მათ შორის: „ახალბედა მუსიკოსები, მომღერლები და ჯგუფები" (16 წელს ქვემოთ), „მოზარდი მუსიკოსები, მომღერლები, ბენდები და ჯგუფები“ (+16), „აკრობატები" (ყველა ასაკი), „სხვადასხვა“ — საცეკვაო ჯგუფები, ეთნოკოლექტივები, ილუზიონისტები, მხატვრების შოუ და სხვა.

ქართველი მარიამ მამადაშვილი უმცროსი თაობის მუსიკალური შემსრულებლების კატეგორიაში მონაწილეობდა და გამარჯვება მოიპოვა. გოგონამ ამერიკელი შემსრულებლისა და პიანისტის ბილი ჯოელის კომპოზიცია New York State of Mind შეასრულა.

მარიამ მამადაშვილი თბილისში დაიბადა. სიმღერა ოთხი წლიდან დაიწყო, სწავლობდა „ბზიკების სტუდიაში", რომლის აღზრდილებმაც არაერთხელ მოიპოვეს გამარჯვება სხვადასხვა კონკურსში, მათ შორის, „საბავშვო ევროვიზიაზე", შემდეგ კი ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო მუსიკალურ სკოლაში (ფორტეპიანო).

მარიამი ბავშვობიდან აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებსა და სატელევიზიო შოუებში. 2014 წელს მან ათონელის თეატრში სპექტაკლში „ანა და მე" პრინცესას როლიც შეასრულა.

2015 წელს მარიამი საქართველოდან საცხოვრებლად ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში გადავიდა, სადაც Tomlinson-ის სკოლაში ჩაირიცხა. გოგონა იმავე წელს ჩაირიცხა Broadway Method Academy-ს მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც ამ დრომდე ეუფლება ვოკალის ხელოვნებას, ცეკვასა და სამსახიობო ოსტატობას.

„საბავშვო ევროვიზია 2016" მარიამმა მოიგო სიმღერით „მზე". ქართველმა გოგონამ 17 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოიტოვა და 239 ქულა მოიპოვა. მთელი კონკურსის ისტორიაში პირველად სწორედ მარიამის წყალობით მოეწყო „ევროვიზია 2017" თბილისში.

ყველა ახალი ამბავი
0