22:31 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა–2018 (806)
115610

გამოფენა სახელწოდებით „მიქელანჯელო და სიქსტის კაპელა“ საქართველოს დედაქალაქში 2 თებერვალს გაიხსნება.

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. თბილისში ადრეული ბაროკოსა და აღორძინების ხანის ერთ–ერთი გამორჩეული მხატვრის, ლეგენდარული იტალიელი მოქანდაკისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის ნამუშევრების დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოში იტალიის საელჩო წარმოგიდგენთ მიქელანჯელოს ექვსი გრაფიკული ნამუშევრისგან შექმნილ გამოფენას სახელწოდებით „მიქელანჯელო და სიქსტის კაპელა“, ნათქვამია მუზეუმის Facebook–გვერდზე. 

ეს უნიკალური ექსპონატები ფლორენციის კაზა–ბუანაროტის მუზეუმის კოლექციიდანაა, რომელიც მხატვრის შემოქმედებას ეხება. მუზეუმი XVI საუკუნის შენობაშია განთავსებული, სადაც თავად მიქელანჯელო და მისი ნათესავები ცხოვრობდნენ.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის სტუმრებისთვის ექსპოზიცია ხელმისაწვდომი 2018 წლის 2 თებერვალს გახდება.

გამოფენა 2018 წლის 3 აპრილამდე გაგრძელდება.

მიქელანჯელო ბუონაროტის ნაწარმოებები აღორძინების ხანის ხელოვნების უმაღლეს მიღწევად ჯერ კიდევ ოსტატის სიცოცხლეშივე ითვლებოდა. მხატვარმა დაახლოებით 89 წელი იცხოვრა, მთლიანი ეპოქა – აღორძინების პერიოდიდან კონტრრეფორმაციის სათავეებამდე. ამ პერიოდში შეიცვალა 30 რომის პაპი – ის ცხრა მათგანის შეკვეთებს ასრულებდა.

მიქელანჯელო დასავლეთევროპული ხელოვნების პირველი წარმომადგენელი იყო, რომლის ბიოგრაფიაც მის სიცოცხლეშივე დაიბეჭდა.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მიქელანჯელოს ხელოვნება იწყება და სრულდება ადამიანის სხეულის გამოსახვით. მისი სკულპტურული ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილია „დავითი“, „ ბახუსი“, „პიეტა“. იულიუს II-ის საფლავისთვის მოსეს, ლიასა და რაქილის ქანდაკებები. მხატვრის ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ ნაწარმოებად ითვლება სიქსტის კაპელის საკურთხევლისთვის შექმნილი ფრესკა, რომლის შესახებ გოეთე წერდა: „თუ არ ნახე სიქსტის კაპელა, ძნელია შეიქმნა ნათელი  წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს“. 

თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)

მთავარი თემები