09:57 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
მოდის ფოტოგრაფი-ბლოგერი Mercedes-Benz Fashion Week-ის მოდის კვირეულის გახსნაზე

ფეშენ-ინდუსტრიის სფეროში დაჯილდოება თბილისში პირველად გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (60)
14 0 0

28 იანვარს თბილისში საქართველოს ფეშენ-ინდუსტრიის განვითარებაში სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულთა დაჯილდოება და ფინალური ცერემონია გაიმართება

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოში 24-29 იანვარს პირვალად გაიმართება ღონისძიება International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars, რომელზეც დააჯილდოებენ მოდისა და ფეშენ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც სილამაზის კონკურსების ჩატარებას ხელი შეუწყვეს, უამბო „Sputnik-საქართველოს“ პროექტის ავტორმა, სამოდელო სააგენტო Katrini-ს დამფუძნებელმა, ეკა მგალობლიშვილმა.

ღონისძიებაზე შეიკრიბებიან სილამაზის სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულები მალტიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ვიეტნამიდან, თათრეთიდან, ტაჯიკიეთიდან, ესტონეთიდან, ალბანეთიდან, მაკედონიიდან, რუმინეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან.

გარდა ამისა, დაჯოლდოვდებიან არტისტები, სხვადასხვა კომპანიებისა და მედია-საშუალებების წარმომადგენლები. საქართველოში ფეშენ-ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მათ სიგელები და პროზები გადაეცემათ.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები და ჟურნალისტები ფილიპინებიდან, ტაილანდიდან, ვიეტნამიდან და სხვა ქვეყნებიდან, სამშობლოში დაბრუნებისას წერენ სტატიებს და აქცეყნებენ სიუჟეტებს ჩვენ სამშობლოზე, ბათუმზე, კაჭრეთზე, კახეთზე. ახლახან ჩვენს ქვეყანას სიუჟეტები მიუძღვნეს ალბანეთმა, მაკედონიამ, უკრაინამ, მალტამ. ბედნიერი ვარ“, — განაცხადა მგალობლიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 16 ქვეყნის მოდელი მიიღებს მონაწილეობას ფოტოსესიაში, მოინახულებს მცხეთასა და იმ ადგილებს, რომელთა ნახვა მანამდე ვერ მოახერხეს. პარალელურ რეჟიმში გაიმართება ეროვნული კოსტიუმების ტურები, ფეშენ-შოუები, ტალანტ-შოუები. გაიმართება შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 28 იანვარს Courtyard Marriott-ში საფინალო ცერემონია გაიმართება. ცერემონიაზე წარდგებიან სამოდელო სააგენტო Katrini-ს მოდელები, რომლებიც დიზაინერ Marisha-ს ბოლო კოლექციას წარადგენენ. იმავე დღეს დაჯილდოება გაიმართება. ის მოდელები, რომლებიც სხვებზე უკეთ წარადგენენ საკუთარ თავს, ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან. მუსიკალური ნომრებით მარკუს მეტრეველი და ქეთი ორჯონიკიძე წარდგებიან.

უახლოეს დროს ორგანიზატორები დაიწყებენ მზადებას მომდევნო მოვლენისთვის — საბავშვო კონკურსისთვის The best little prince and princess, რომელიც ბათუმში გაიმართება.
თემები:
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (60)

მთავარი თემები