09:52 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
გელათის მონასტრის აფსიდის ფრესკა

Facebook-ის აქტიურმა მომხმარებელმა გელათის მონასტრის ფრესკა გადაარჩინა

© FB / georgianheritage
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (52)
59 0 0

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დროული რეაქციისთვის სამოქალაქო აქტივისტს მადლობა გადაუხადა

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სამოქალაქო აქტივისტის პუბლიკავიამ  გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის აფსიდის ფრესკა დაზიანებას გადაარჩინა: განათება, რომელიც მას აზიანებდა, მოხსნილია, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

7 იანვარს სოციალური ქსელ Facebook-ის მეშვეობით, საჯარო ჯგუფში "ხელოვნების ისტორიკოსები“ მომხმარებელმა Nikoloz Nikolozishvili განათავსა ფოტოსურათი, სადაც ასახულია თუ როგორ აზიანებს გარე განათება გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის აფსიდის ფრესკას. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ ფაქტზე მალევე მოახდინა რეაგირება და ადგილობრივ ეპარქიასთან შეთანხმებით აღნიშნული განათება მოიხსნა.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას და მოვლა-პატრონობას ეხება და ქმედითი რეაგირებისკენ გვიბიძგებს. გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ სააგენტო ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე ყოველთვის მზადაა სათანადო რეაგირებისთვის და ის მუდამ ღია რჩება საზოგადოებრივი თანამშრომლობისათვის“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გელათის მონასტერი
© photo: Sputnik / Besik Pipia
გელათის მონასტერი

სააგენტომ ასევე დროული რეაქციისთვის სამოქალაქო აქტივისტ Nikoloz Nikolozishvili-ს მადლობა გადაუხადა.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა. სამონასტრო კომპლექსი 1125 წლამდე შენდებოდა და ხუთი წლის განმავლობაში მოზაიკებით ირთვებოდა, რომლებიც მთელ ამიერკავკასიაში საუკეთესოდ მიიჩნევა. იმ დროს მონასტერში გელათის აკადემია მდებარეობდა, რომლის წევრები ძველბერძნული ფილოსოფიას სწავლობდნენ.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.

კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

 

 

 

 

 

თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (52)

მთავარი თემები