14:52 20 აპრილი 2018
პირდაპირი ეთერი
თამარ მეფე თამაშში „ცივილიზაცია“

თამარ მეფე გაცოცხლდა კომპიუტერულ თამაშში „ცივილიზაცია“

© Sputnik / Levan Avlabreli
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე (104)
360540

თამაშში „ცივილიაცია“ მოთამაშეებს შეუძლიათ თამარ მეფის როლი აირჩიონ და XII საუკუნის საქართველო მართონ

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. სახელოვანი თამარ მეფე, რომლის სახელს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი — „ქართული ისტორიის ოქროს ხანა“ უკავშირდება, პოპულარული კომპიუტერული ვიდეოთამაშის „ცივილიზაცია“ ახალი ნაწილის პერსონაჟი გახდა.

Civilization — კომპიუტერული თამაშების სერია ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიის ჟანრში. მოთამაშეები სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ცივილიზაციებს მართავენ — ძველი დროიდან თანამედროვეობამდე. მართვა მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, სამხედრო საქმე, ვაჭრობა, ახალი ტერიტორიებისა და ტექნოლოგიების კვლევა, ხოლო კონკურენტებს სხვა ცივილიზაციები წარმოადგენენ.

ХII საუკუნის ლეგენდარული ქართველი მეფე თამაშის მეექვსე ნაწილში ცხრა ლიდერიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. მოთამაშეებს შეუძლიათ თამარ მეფის როლის არჩევა და იმდროინდელი ისტორიული პერიოდის საქართველო „მართონ“.

თამაშის ტრეილერში ახალი ქვეყნისა და მისი მმართველის თავისებურებებზეა მოთხრობილი — თამარს უწოდებენ ბრძენ და დიპლომატიურად გამჭრიახ პიროვნებას, ხელოვნების მფარველსა და სახელმწიფოს უშიშარ დამცველს. ანოტაციაშია ასევე აღნიშნულია, რომ თამარ მეფე წმინდანად არის აღიარებული.

„თამარ მეფის უნიკალური უნარი — „მშვიდობის, სამეფოსა და სარწმუნოების დიდება“. პროტექტორატისთვის ომის გამოცხადებისას, პირველი სვლების დროს ის სარწმუნოების ქულებს იღებს. თამარს ასევე ემატება უფასო დამატებითი ელჩები, რომლებსაც ის სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოებში აგზავნის, სადაც საქართველოს დომინანტი რელიგია არის გავრცელებული“, — ნათქვამია ტრეილერში.

გარდა ამისა, ტრეილერში ნახსენებია საქართველოს დევიზი „ძალა ერთობაშია“, ციხე-სიმაგრეების ძლიერი კედლები, რომლებიც აღორძინების ეპოქისგან განსხვავებით მშენებლობისთვის ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს, ასევე საქართველოს უნიკალური ეთნოგრაფიული ჯგუფი — ხევსურები. რგოლში გამოყენებულია ქართული ფოლკლორული მუსიკა, თავად თამარ მეფე კი ქართულად საუბრობს.

როგორც აღნიშნულია, თამაშის ახალი ნაწილი Civilization VI: Rise and Fall 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.


თემები:
საქართველოს სიამაყე (104)

მთავარი თემები