„ხელოვნების ქურუმი“: თენგიზ არჩვაძეს უმაღლეს ჯილდოს გადასცემენ

© Courtesy of Tengiz Archvadzeთენგიზ არჩვაძე
თენგიზ არჩვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯოლდოებს

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ხელოვნების სასახლეში  საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის, თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, ნათქვამია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიუბილეო ღონისძიება 18 დეკემბერს, 16 საათზე გაიმართება.

© Courtesy of Tengiz Archvadzeთენგიზ არჩვაძე
თენგიზ არჩვაძე - Sputnik საქართველო
თენგიზ არჩვაძე

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში მსახიობის ხელის ანაბეჭდი საზეიმოდ გაიხსნება. ღონისძიებას მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„ღონისძიებაზე გაიმართება პრეზენტაცია დიმიტრი ღვთისიაშვილის საავტორო წიგნისა „სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე“, რომელიც გამოჩენილი ქართველი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს“, — ნათქვამია განცხადებაში.

მსახიობს  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე  ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლეს ჯილდოს „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს.

თენგიზ არჩვაძე 1932 წლის 3 აგვისტოს დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში.

55-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან 100-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა და ქართველი კინომოყვარულების ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. 

არჩვაძემ სხვადასხვა დროს მთავარი როლები შეასრულა ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა” (გუგუა, 1964), „ხევსურული ბალადა“ (იმედა, 1965), „მე ვხედავ მზეს“ (დათიკო, 1965), „26 კომისარი“ (ალიოშა ჯაფარიძე, აზერბაიჯანფილმი, 1966), „ვედრება“ (ალუდა ქუთელაური, 1967), „ჯვარცმული კუნძული“ (გიორგი, 1968), „დიდოსტატის მარჯვენა“ (არსაკიძე, 1969), „ანარეკლი“ (ჯაბა იმედაძე, 1972), „წიგნი ფიცისა“ (მეფე ალექსანდრე და ერეკლე II, 1983; რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1985).

 

ყველა ახალი ამბავი
0