„სუხიშვილები" თბილისში კონცერტზე ახალი ცეკვებით წარდგებიან

გამოწერა
თბილისელები ანსამბლ „სუხიშვილების" დაგეგმილ სამ კონცერტზე ანსამბლის შესრულებით ახალ ცეკვებს იხილავენ.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 12, 13 და 14 დეკემბერს საქართველოს ნაციონალური ბალეტის — „სუხიშვილების" კონცერტებია დაგეგმილი.

კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზში 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთები, რომელთა დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია, იყიდება ფილარმონიის სალაროებსა და ონლაინ.

„სუხიშვილები" წარმოგიდგენთ განახლებულ პროგრამასა და ახალ ცეკვებს, აღნიშნულია ნაციონალური ბალეტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ანსამბლი 1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დააარსეს. დღეს მსოფლიოში ცნობილ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა უდგას სათავეში. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი ნინო სუხიშვილი.

თავისი არსებობის განმავლობაში „სუხიშვილებმა" 90 ქვეყანაში 200-ზე მეტი ტურნე განახორციელეს და 9500 კონცერტი გამართეს. საერთაშორისო პრესამ „სუხიშვილები" „მერვე საოცრებად" მონათლა.

ყველა ახალი ამბავი
0