ქართული კინო „აზიურ ოსკარზეა“ ნომინირებული

© photo: Scary Mother / FB"საშიში დედა"
საშიში დედა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი კინემატოგრაფისტები APSA-ს კინოპრემიაზე ოთხ ნომინაციაში არიან წარდგენილი.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik.  საერთაშორისო კინოპრემიაზე Asia Pacific Screen Awards (APSA), რომელსაც „აზიურ ოსკარს“ უწოდებენ, ქართველი კინემატოგრაფისტები არიან ნომინირებული.

კინოპრემია Asia Pacific Screen Awards კინოპროდიუსერების საერთაშორისო ასოციაციისა და იუნესკოს მხარდაჭერით ავსტრალიის ხელისუფლების ინიციატივით 2007 წელს შეიქმნა. პრემიის ამოცანას წარმოადგენს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთქმედების ხელშეწყობა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ინტერესების მხარდაჭერა. 

საქართველოდან ჯილდოს მიღების პრეტენდენტი ორი ქართული ფილმია — ანა ურუშაძის „საშიში დედა“, რომელიც ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარზე“ დასახელებულია საქართველოდან ნომინაციაში „საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი“ და მარიამ ხაჭვანის დრამა „დედე“.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქართული ფილმები APSA-ს პრემიაზე ოთხ ნომინაციაზე არიან ნომინირებული. 

„საშიში დედა“ სამ კატეგორიაში მონაწილეობს: სარეჟისორო მიღწევა — ანა ურუშაძე, საოპერატორო მიღწევა — მინდია ესაძე და ქალის როლის საუკეთესო შესრულება — ნატო მურვანიძე.

ფილმი „დედე“ მონაწილეობას იღებს ნომინაციაში „კულტურული მრავალსახეობა“. ეს სპეციალური პრიზია და იუნესკოს პატრონაჟით ჯილდოვდება.

„ვულოცავთ ქართველ რეჟისორებს და ორივე ფილმის შემოქმედებით ჯგუფებს ამ წარმატებას!“ — ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

Asia Pacific Screen Awards-ის ნომინანტების შორტ-ლისტში 21 ქვეყნის 42 ფილმია წარდგენილი.

Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 2017 წლის 23 ნოემბერს ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბანში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0