ქართველმა რესტავრატორებმა პარხლის მონასტრის რესტავრაციაში მიიღეს მონაწილეობა

გამოწერა
ქართველი ექსპერტები თურქეთში არსებული ოთხი ქართული ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობას გეგმავენ

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ექსპერტებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულიი პარხლის მონასტრის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში, ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროცესში, რომელიც 2017 წლის 15-20 სექტემბრის პერიოდში (ართვინის რეგიონი, იუსუფელი) ჩატარდა, ჩართული იყვნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები.

© FB / კულტურის სამინისტროფრესკა პარხლის მონასტრის კედელზე, თურქეთი
Фреска в монастыре Пархали в Турции - Sputnik საქართველო
ფრესკა პარხლის მონასტრის კედელზე, თურქეთი

ქართველი ექსპერტების ჯგუფი მონაწილეობდა როგორც სამუშაოს მეთოდოლოგიის გაცნობის, ისე ზედამხედველობისა და უშუალოდ რესტავრაციის პროცესში. მის შემადგენლობაში იყვნენ ექსპერტ-რესტავრატორები ნანა კუპრაშვილი, ალექსანდრე რუბაშვილი და გიორგი ნავროზაშვილი, ასევე თარჯიმანი ბებური გოზალიშვილი.

პროექტი საქართველოს კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე თურქეთში საქართველოს საელჩოს კოორდინაციითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაში ქართველი ექსპერტების მონაწილეობის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის თურქეთში ვიზიტის დროს, რომელიც 5-8 სექტემბერს გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრმა მოინახულა პარხალი, ხახული, ოშკი და ოთხთა.

© FB / კულტურის სამინისტროსარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები პარხლის მონასტერში, თურქეთი
Реставрационно-консервационные работы в монастыре Пархали в Турции - Sputnik საქართველო
სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები პარხლის მონასტერში, თურქეთი

საქართველომ და თურქეთმა 2017 წლის 23 მაისს ხელი მოაწერეს 2017-2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ რესტავრაცია ჩაუტარონ ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ისინი ასევე უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას.

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის პროცესი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს. პირველი ეტაპი ითვალისწინებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას, რომლებიც სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს. ამ ძეგლების შეფასება ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.

მეორე ეტაპი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას, რომლებიც მათი კონსერვაციის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რესტავრაციას საჭიროებენ.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ პრიორიტეტული ძეგლების გამოვლენის პროცესი დაასრულა

უნდა განისაზღვროს გამოსასწორებელი ღონისძიებები იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე ჩატარებულ სამუშაოებთან მიმართებაში მხარეებს გააჩნიათ მეთოდური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები.

და ბოლოს, პროგრამის მესამე ეტაპზე მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია. გარდა ამისა, მხარეები ასევე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიებაში ხელშეწყობის საკითხზე.

პარხლის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ სოფელ პარხალთან (ამჟამად ალთინპარმაკი), ართვინის პროვინციაში მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის ხეობაში.

პარხლის ეკლესია 973 წელზე ცოტა ადრე დავით III კურაპალატმა, ტაო-კლარჯეთის მმართველმა ააგო.

ყველა ახალი ამბავი
0