ნინო ქათამაძე იუბილეს Black Sea Arena-ს სცენაზე აღნიშნავს

© FB / Nino Katamadzeნინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ქათამაძე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარმოადგენს საიუბილეო პროგრამას Happy Birthday

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე თავის 45 წლის იუბილეს შეკვეთილში Black Sea Arena-ს სცენაზე აღნიშნავს.

ცნობილი შემსრულებელი 21 აგვისტოს წარმოადგენს საიუბილეო პროგრამას Happy Birthday ჯგუფ Insight-თან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. საღამოში მონაწილეობას მიიღებს ასევე თბილისის სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და ჯგუფი The Quintessence. კონცერტის სპეციალური სტუმარია DJ Paul Trouble დიდი ბრიტანეთიდან.

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე იუბულარია: მომღერლის ჰიტების ტოპ-5

კონცერტი გაიმართება სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ამაღლებისკენ არის მიმართული.

მომღერალი 24 აგვისტოს იმავე პროგრამით მოსკოვში, პარკში Красная пресня გამოვა.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად გამოდიოდა და მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში.

პროფესიული კარიერა ჯგუფ Insight-თან ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში. ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში "ვაშლი", "ინდი", "ქალთევზა", "გზატკეცილი М8" და სხვა.

ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0