06:45 22 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
მოცეკვავე ანა საფაოვა

ეგვიპტეში გამართულ ფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი პრიზიორებში მოხვდა

© Sputnik/ архив Элены Чихладзе
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
56 0 0

მოცეკვავე საქართველოდან ანა საფაროვამ მეხუთე საპატიო ადგილი დაიკავა ეგვიპტური ცეკვების ფესტივალზე

თბილისი, 22 ივლისი-Sputnik. საქართველოდან წარგზავნილმა მოცეკვავე ანა საფაროვამ მეხუთე საპატიო ადგილი დაიკავა ეგვიპტური ცეკვების ფესტივალზე-Salamat Masr,რომელიც ქაიროში გაიმართა-შეატყობინა Sputnik საქართველოს მისმა ცეკვის პედაგოგმა ელენე ჩიხლაძემ.

Salamat Masr-ი ეგვიპტური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც უკვე მეშვიდე წელია ეგვიპტის არტისტთა ასოციაციის ეგიდით იმართება. ორგანიზატორები არიან ცნობილი ქორეოგრაფები ჰასან ალი და ჰასან ჰალილი.

საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდნენ მოცეკვავეები ეგვიპტიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, კორეიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ვენესუელიდან, კოლუმბიიდან, ჩილედან, საქართველოდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან და აშშ-დან.

კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა ნორვეგიელმა მოცეკვავე სურვეიმ, რომელიც ელენე ჩიხლაძის თქმით, უკვე დიდი ხანია ცეკვავს და თავის ქვეყანაში ცნობილი პედაგოგია. საქართველოს წარმომადგენელი ანა საფაროვა საპატიო მეხუთე ადგილიზე გავიდა.

„ანა საფაროვა უნივერსიტეტის სტუდენტია, ორი წელია ცეკვავს. ეს მისი პირველი საერთაშორისო გამოსვლა იყო თანაც ორკესტრთან ერთად. მსაჯებმა მისი კარგი ტექნიკური მომზადება აღნიშნეს და გაკვირვებული დარჩნენ არაბული რიტმების სწორი აღქმით“-აღნიშნა ელენე ჩიხლაძემ

აღსანიშნავია, რომ ქართველი მოცეკვავეები ადრეც გამოსულან ამ ფესტივალზე, ხოლო ანა პატარიძემ 2015-16 წლებში ორჯერ ზედიზედ გაიმარჯვა კიდეც.


მთავარი თემები