ირაკლი ფირცხალავა ბათუმში იმღერებს

© FB/ Ираклий Пирцхалаваირაკლი ფირცხალავა
ირაკლი ფირცხალავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ეს ირაკლი ფირცხალავას მიერ საქართველოში გამართული რიგით მესამე კონცერტი იქნება.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმომავლობის ცნობილი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა 22 ივლისს ბათუმში სოლო-კონცერტს გამართავს.

კონცერტი ფირცხალავას ბენდის თანხლებით ბათუმის ბულვარზე მდებარე კლუბ ponTI-ში 22:00 საათზე დაიწყება.

„კონცერტის დაწყებამდე ღონისძიების პიარისთვის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა, არტისტის დახვედრა და მსვლელობა ბულვარიდან უშუალოდ კონცერტის ლოკაციის ადგილამდე, რომელიც გაფორმებული იქნება „მოძრაობის თეატრის“ მსახიობების მიერ სანახაობრივი დადგმით“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში

წელს ეს ირაკლი ფირცხალავას მიერ საქართველოში გამართული რიგით მესამე კონცერტი იქნება 8 მარტს ჩატარებული შოუ-კონცერტ „მამაკაცები ქალებისთვის“ და 5 მაისს გამართული სოლო-კონცერტის შემდეგ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0