თბილისში წლის საუკეთესო დრამატურგები დააჯილდოვეს

© photo : Ministry of Culture 0f Georgia / FB"თუმანიშვილის ვაშლი|"
თუმანიშვილის ვაშლი| - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექს ჩიღვინაძე, ირმა ტაველიძე, დავით ხორბალაძე – „ახალი ქართული პიესა 2017“-ის გამარჯვებულები.

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. დრამატურგიული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2017“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია — დაჯილდოების ცერემონია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა.

ყოველწლიური კონკურსი „ახალი ქართული პიესა“ 2006 წელს მიხეილ თუმანიშვილის თეატრის განვითარების ფონდისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით გაჩნდა. კონკურსის მიზანია თანამედროვე და ნათარგმნი ორიგინალური პიესების გამოვლენა, დრამატურგების წახალისება და საქართველოს თეატრალური რეპერტუარის შევსება.

წელს საუკეთესო დრამატურგად სამი ავტორი დასახელდა: პირველი ადგილი ალექს ჩიღვინაძემ (პიესა „უხერხემლო“) მოიპოვა, მეორე ადგილი — ირმა თაველიძემ (პიესა „კედელი სტალინის პორტრეტისთვის“), ხოლო მესამე — დავით ხორბალაძემ (პიესა „შობის ტოლმა“).

რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
ქართული თეატრი: 2016 წლის საუკეთესო რეჟისორები, სპექტაკლები და მსახიობები

სამივე დრამატურგს ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი — „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცა.

გარდა ამისა, წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით მოხდება სამივე პიესის თარგმნა, გამოცემა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგენა, რომელსაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

გამარჯვებულებს ჯილდოები საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადასცა.

„ჩვენ ერთად ძალიან საჭირო და კარგ საქმეს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს, ერთი მხრივ, ჩვენი თეატრების რეპერტუარს ამდიდრებს და, მეორე მხრივ, დამწყებ ავტორებს საშუალებას აძლევს საკუთარი შემოქმედება ფართო საზოგადოებას წარუდგინოს“, — განაცხადა მინისტრმა.

კონკურსზე 18 ქართული პიესა განიხილეს. ხუთი წევრისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ ავტორები ათბალიანი სისტემით შეაფასა.

ყველა ახალი ამბავი
0