05:51 10 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2606
  • 100 RUB4.6194
  • USD2.9446
ვალერი მელაძე

ვალერი მელაძე თბილისსა და ბათუმში მაისში კონცერტებს გამართავს

© photo: Sputnik / Viktor Tolochko
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
60611

მაისში თბილისსა და ბათუმში ესტრადის მომღერალი ვალერი მელაძე მისი შემოქმედების თაყვანისმცემლების წინაშე წარდგება.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ქართული წარმოშობის რუსეთის ესტრადის ცნობილი მომღერალი ვალერი მელაძე საქართველოში 2017 წლის მაისში — იმღერებს. კონცერტები თბილისსა და ბათუმში საიუბილეო ტურის ფარგლებში გაიმართება, რომელიც არტისტის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

საქართველოს დედაქალაქში მელაძე თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე 7 მაისს 20:00 საათზე იმღერებს. ბილეთები შეძენა უკვე შესაძლებელია როგორც სასახლის სალაროებში, ასევე ონლაინ.

მომღერლის კონცერტი მის მშობლიურ ქალაქ ბათუმში, სავარაუდოდ, 9 მაისს გაიმართება. თუმცა აჭარის დედაქალაქში მელაძის გამოსვლის ზუსტი თარიღი და ადგილი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ კონცერტის ორგანიზატორებმა.

საქართველოში სოლო-კონცერტებამდე ვალერი მელაძე რუსეთის 23 ქალაქში გამართავს კონცერტს, ასევე მისი კონცერტები ჩატარდება ისრაელში, ჩეხეთში, გერმანიასა და აზერბაიჯანში. მელაძის საკონცერტო გრაფიკის ნახვა არტისტის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი. 

ვალერი მელაძე
SPUTNIK/ ЕКАТЕРИНА ЛЫЗЛОВА
ვალერი მელაძე

ვალერი მელაძე ბათუმში 1965 წლის 23 ივნისს დაიბადა. 1989 წელს თავის ძმასთან კონსტანტინ მელაძესთან ერთად ჯგუფ „დიალოგის“ წევრი გახდა, 1993 წელს კი დატოვა ჯგუფი.

მომღერალმა სალო კარიერა 1992 წელს დაიწყო, როდესაც  ალბერვილში ზამთრის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ კონცერტზე სიმღერა "Не тревожь мне душу, скрипка…" შეასრულა. 

1995 წელს მელაძის პირველი სოლო ალბომი „Сэра“ გამოვიდა, რომელმაც მას დიდი წარმატება მოუტანა. ვალერის ყველა სიმღერის ტექსტის, მუსიკისა და არანჟირების ავტორია კონსტანტინ მელაძე.

ვალერი მელაძე — რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტია, ასევე პრემიების "Овация", "Золотой граммофон", "Муз-ТВ" და "RU.TV" მრავალგზის მფლობელია. 2005 წლიდან მელაძე  პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურს „Новая волна"-ს ჟიურის წევრია.

ვალერი მელაძეს ირინა მელაძესთან პირველი ქორწინებიდან სამი ქალიშვილი ჰყავს, ხოლო "ВИА Гра"–ს ყოფილ სოლისტთან ალბინა ჯანაბაევასთან მეორე ქორწინებიდან — ორი ვაჟი.

მთავარი თემები