„საქართველოს ნაკრები“ სოჭში გამართულ „კივინი 2017“-ზე გამოვა

© FB / Сборная Грузии КВН"საქართველოს ნაკრები"
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ნაკრები“ სოჭში გამართულ „კივინი 2017“-ის გალა-კონცერტზე მეორე შესარჩევ ტურში გასვლის წყალობით იღებს მონაწილეობას. საქართველოს გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავა თუ არა, ეს 22 იანვარს გახდება ცნობილი.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „საქართველოს ნაკრები“  XXVIII საერთაშორისო ფესტივალ „კივინი 2017“-ის დასკვნით ღონისძიებაში 22 იანვარს მიიღებს მონაწილეობას.

როგორც გუნდის ხელმძღვანელმა სოფო ბანძავამ „Sputnik საქართველოს“ განუცხადა, ფესტივალის დასკვნით გალა-კონცერტზე, რომლის ტრანსლირებაც პირველ არხზე მოხდება, „საქართველოს ნაკრების“ გამოსვლა 18 იანვარს ქართული გუნდის მეორე ტურში მონაწილეობის შემდეგ გაირკვა. ღონისძიების ტრანსლირების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

„ჩვენ სიახლეებით გამოვედით. ჩვენს კოლექტივს გიორგი გიგაშვილი შეემატა, რომელიც უმაღლესი ლიგის ყოფილი ფინალისტია  გუნდ „ფიზტექსიდან“, რომელიც უმაღლესი ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ის გუნდის კაპიტანი იყო, მაგრამ უკვე აღარ თამაშობს. და ჩვენ ის ჩვენს გუნდში მივიღეთ“, — განაცხადა სოფო ბანძავამ. 

„საქართველოს ნაკრების“ გარდა, გალა-კონცერტზე გამოვლენ მოსკოვის, კრასნოდარის, ვოლგოგრადის, ხაბაროვსკის, ბაქოს, ლონდონის, იჟევსკის, ულან-უდესა და სანკტ-პეტერბურგის გუნდები.

სოჭში დაგეგმილ ფესტივალ „კივინი 2017“-ში „საქართველოს ნაკრების“ მონაწილეობის ფინანსურ უზრუნველყოფას თბილისის მერია ახორციელებს.

გასულ წელს „საქართველოს ნაკრები“ იუმორისტული ფესტივალის „გოლოსიაში კივინის“ პრიზიორი გახდა — საქართველოს გუნდს სპეციალური პრიზი გადაეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0