21:15 17 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
Boyz II Men

ჯგუფი Boyz II Men თბილისში ძველ ახალ წელს იმღერებს

© twitter / Boyz II Men
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
2911

ჯგუფი Boyz II Men, რომელიც სამი Grammy-ს მფლობელია, თბილისში ორ კონცერტს გამართავს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ამერიკული ვოკალური კვარტეტი Boyz II Men, რომელმაც წარმატების პიკს 1990-იანების შუა წლებში მიაღწია, თბილისში 14 და 15 იანვარს იმღერებს, ნათქვამია ჯგუფის ვებ-გვერდზე.

ჯგუფი Boyz II Men მსმენელის წინაშე Tbilisi Event Hall-ის სცენაზე 14 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში კი 15 იანვარს წარდგება. კონცერტები დაიწყება 20:00 საათზე.

Boyz II Men 1988 წელს ოთხმა აფროამერიკელმა მუსიკოსმა ფილადელფიაში (აშშ) საშემსრულებლო ოსტატობის უმაღლეს სკოლაში სწავლის პერიოდში შექმნა. 1991 წელს გამოვიდა მათი პირველი ალბომი სახელწოდებით Cooleyhighharmony, რომელიც იმ დროისთვის მოდურ ჯეკ-სვინგის სტილში იყო ჩაწერილი. აკაპელაში შესრულებული ჰიტის It’s So Hard to Say Goodbye to Yesterday წარმატებამ ჯგუფის სამომავლო მიმართულება განსაზღვრა.

1995 წელს მუსიკოსებმა გასტროლებით შემოიარეს აშშ-ის ტერიტორია. მაშინ მათ სამი Grammy-ს ჯილდო გადაეცათ. 

ჯგუფის ბალადებმა End of the Road (1993), I’ll Make Love to You (1994) და One Sweet Day (1995, მერაია ქერისთან დუეტში), Billboard Hot–100-ის პირველ სტრიქონზე ყოფნის ხანგრძლივობით რეკორდები დაამყარა. მერაია ქერისთან დუეტი პირველ ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობით ახლაც რეკორდსმენად რჩება.

ამერიკული ხმის ჩამწერი ასოციაცია ჯგუფ Boyz II Men-ს ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ რიტმ-ენ-ბლუზ კოლექტივად აღიარებს.

1997 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი Evolution. იმ დროისათვის მათი პოპულარობა სუსტდებოდა. 2000-იან წლებში Boyz II Men გასული წლების უბერებელი მელოდიების მხოლოდ ქავერ-ვერსიებს წერდა. 2003 წელს ერთ-ერთმა მონაწილემ ჯგუფი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა.


მთავარი თემები