საქართველო „ოსკარისთვის“ აღარ იბრძოლებს

გამოწერა
ქართველი რეჟისორის ფილმი წარდგენილი იყო პრეტენდენტ ფილმებს შორის ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველო „ოსკარისთვის“ აღარ იბრძოლებს — რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ ამერიკული კინოაკადემიის პრემიის შორტ-ლისტში არ შევიდა.
ქართველი რეჟისორის დრამა წარდგენილი იყო პრეტენდენტ ფილმებს შორის ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. ნომინაციის ლონგ-ლისტში სულ 85 ფილმი იყო, აქედან მოკლე სიაში ცხრა ფილმი შევიდა.

მათ შორისაა რუსი რეჟისორის ანდრეი კონჩალოვსკის „სამოთხე“, კანადელი ქსავიე დოლანის „ეს სულ რაღაც სამყაროს აღსასრულია“, გერმანელი მარენ ადეს „ტონი ერდმანი“, ირანელი ასღარ ფარჰადის „კომივოიაჟერი“ და სხვა.

რიგი კინოთეატრის სალაროებთან - Sputnik საქართველო
კინო თბილისში: რა ვნახოთ 15-18 დეკემბერს

შემდეგ ეტაპზე გადავა ხუთი ფილმი. ისინი პრემიის ნომინანტები გახდებიან. ნომინანტების სია 24 იანვარს გახდება ცნობილი, ხოლო პრემიების გადაცემის ცერემონია 26 თებერვალს გაიმართება.

დრამა "სხვისი სახლი" ქართული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული ფილმია. ის საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის ერთობლივი ნაწარმოებია. იგი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმი რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამუშევარია. მისი პრემიერა წელს კარლოვი–ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West.

ყველა ახალი ამბავი
0