საოპერო მომღერალი შალვა მუქერია თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ტენორად დაასახელეს

© FB/ Shalva Mukeriaშალვა მუქერია
შალვა მუქერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიური გამოცემა Opera Actual-ის რეიტინგში 12 ტენორია შესული.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. რომანტიკული საოპერო რეპერტუარის ოსტატად აღიარებული ქართველი ტენორი შალვა მუქერია, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი იტალიური გამოცემა Opera Actual-ის ვერსიით, ცენტრალური ევროპის შემსრულებელთა შორის თანამედროვეობის საუკეთესო ტენორების შორტ-ლისტში შევიდა.

მუქერიასთან ერთად საოპერო ხელოვნების უძლიერეს ტენორებს შორის დასახელებული არიან იონას კაუფმანი, მაქსიმ აკსიონოვი, ალექსანდრ ანტონენკო, პეტრ ბეჩალა, პავოლ ბრესლიკი, ვლადიმირ გალუზინი, დმიტრი კორჩაკი, რობერტო საკა, კლაუს ფლორიან ვოგტი, შტეფან ვინკე და პეტერ ზაიფერტი — სულ 12 ტენორი.

შალვა მუქერია საქართველოში დაიბადა. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კლარნეტის კლასით, ხოლო 1998 წელს — ოდესის კონსერვატორია ვოკალის განხრით.

იყო ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, სადაც ვერდის, ედგარის, დონიცეტისა და სხვათა ოპერებში წამყვანი პარტიები შეასრულა.

2000 წელს ის მიიწვიეს ფლორენციაში; 2004 წელს მისი დებიუტი გაიმართა აშშ-ში. 2005-2007 წლებში ვენის სახელმწიფო ოპერის სოლისტი იყო.

2007 წელს შალვა მუქერიას დებიუტი შედგა „ლა-სკალაში“, ხოლო 2015 წელს — „დიდ თეატრში“.

ყველა ახალი ამბავი
0