"მგზავრები" ვინილის ფირფიტებზე და საგაზაფხულო ტური რუსეთსა და ბელარუსში

© photo: Mgzavrebi / FB"მგზავრები"
მგზავრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინილის ფირფიტებზე ჯგუფის ორი ყველაზე პოპულარული ალბომი ჩაიწერება.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ქართული ფოლკ-როკ-ჯგუფ „მგზავრების“ სიმღერების მოსმენა ვინილის ფირფიტებზეც იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ჯგუფის წევრები „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერენ.

ვინილის ფირფიტებზე ჯგუფის ორი ყველაზე პოპულარული ალბომი: In Vino Veritas და Mgzavruli ჩაიწერება.

In Vino Veritas-ში შესული რამდენიმე კომპოზიცია სერიალ „უკანასკნელი მაგიკიანის“ საუნდრეკში და ანა მატისონის სრულმეტრაჟიან ფილმ „ირმის ნახტომში“ შევიდა, ხოლო სიმღერა „გავიტანთ“ (Прорвемся) ჯგუფისთვის სავიზიტო ბარათად იქცა. ტრეკი პრემია „ჩერტოვა დიუჟინა-2016“-ზე  „წლის სიმღერის“ კატეგორიაში იყო ნომინირებული. 

მგზავრების დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
„მგზავრებს“ რუსული პრემია „ჩარტოვა დიუჟინა“ გადასცეს

Mgzavruli რიგით მესამე ალბომია ჯგუფისთვის, რომელიც რუსეთში მათ პირველ ოფიციალურ რელიზად იქცა. ალბომში ყველასთვის საყვარელი სიმღერები „თუ მე“, „გაიღვიძა ბუნებამ“, „დაასხი“, „ოცნების ქალაქი“ და სხვა სიმღერები შევიდა.

ფირფიტაზე მუშაობისას ჯგუფის ამოცანა იყო იმ სიმღერების ჩაწერა, რომლებსაც არა მარტო კონცერტებზე, არამედ მანქანით მგზავრობის დროსაც სიამოვნებით მოუსმენდნენ. Mgzavruli — ეს ჯგუფის მიერ მოგონილი განსაკუთრებული ჟანრია: სიმღერები, რომლებსაც მოგზაურობის დროს მღერიან. 

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko"მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი
მგზავრების სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი - Sputnik საქართველო
"მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი

გარდა ამისა, სულ მალე სტარტს აიღებს „მგზავრების“ საგაზაფხულო ტური — აპრილსა და მაისში ჯგუფი კონცერტებს გამართავს სანქტ-პეტერბურგში, დონის როსტოვში, ტიუმენში, ეკატერინბურგში, ჩელიაბინსკსა და მინსკში.

ჯგუფი „მგზავრები“ 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე“ გამოვიდა, რომელიც საქართველოში დღემდე პოპულარობით სარგებლობს.

მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია, რომელიც ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია.

2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა“ რუსული პრემია „ჩერტოვა დიუჟინა“ მიიღეს ნომინაციაში „Взлом“.


ყველა ახალი ამბავი
0