03:39 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ესპერანსა სპოლდინგი

ესპერანსა სპოლდინგი საქართველოში კონცერტს გამართავს

http://tbilisijazz.com/
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
801

თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ასევე დაგეგმილია კანადელი ჟაზ-მომღერლის დაინა კროლის, ამერიკელი ჯეფ ბალარდის ტრიოს, კოლუმბიელი ედმარ კასტანედასა და ამერიკული ჯაზ-კვარტეტ Fourplay-ის გამოსვლა.

თბილისი, 14 ოქტომბერი  - Sputnik. ცნობილი ამერიკელი ჯაზ-მიმღერალი და მულტიინსტრუმენტალისტი ესპერანსა სპოლდინგი  (Esperanza Spalding) ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება.

კონცერტი თბილისის ფილარმონიის დარბაზში 25 ოქტომბერს, ჟაზ-ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, რომელიც თბილისში 23 —29 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.

თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ასევე დაგეგმილია კანადელი ჟაზ-მომღერლის დაიანა კროლის, ამერიკელი ჯეფ ბალარდის ტრიოს, კოლუმბიელი ედმარ კასტანედასა და ამერიკული ჯაზ-კვარტეტ Fourplay-ის გამოსვლა.

თბილისში ესპერანსა სპოლდინგი თავის ახალ მუსიკალურ პროექტს Emily's D+Evolution-ს წარმოადგენს. 

აფროამერიკელი ესპერანსა სპოლდინგი უკრავს ვიოლინოზე, გიტარაზე, ვიოლონჩელოზე, ჰობოსა და კლარნეტზე და მღერის ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე.

სპოლდინგს Boston Music Awards-ზე, 2011 წელს, „წლის ჯაზ-მომღერლის“ წოდება აქვს მინიჭებული, ასევე 2012 წელს მიენიჭა Soul Train Music Awards-ის პრემია "თანამედროვე ჯაზ-შემსრულებლის" ნომინაციაში. 2013 წელს გამართულ Grammy Awards-ზე  ("Radio Music Society") იგი დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომი“, ხოლო 2014 წელს — Grammy Awards-ის ("Swing Low") ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საუკეთესო ინსტრუმენტალური კომპოზიცია ვოკალისტის თანხლებით“.

2011 წელს მომღერალმა გრემის პრემია მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალი შემსრულებელი“. იგი ჯაზის სამყაროში პირველია, რომელიც ამ პრემიით დაჯილდოვდა.  


მთავარი თემები