თბილისში ჩასაბერი ინსტრუმენტების ფესტივალი იწყება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალში მონაწილეობას მიღებენ ცნობილი ინსტრუმენტალისტები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ჩასაბერი ინსტრუმენტების მეშვიდე ფესტივალი 13 ოქტომბერს დაიწყება და 18 ოქტომბრამდე გასტანს, — იუწყება თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი. 

ფესტივალში მონაწილეობას მიღებენ ცნობილი ინსტრუმენტალისტები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. 

ღონისძიების ფარგლებში ოთხი კონცერტი გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და „თი-ბი-სი ბანკის“ გალერეაში. ასევე მოეწყობა სახელოვანი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. 

„თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის” მიზანია არა მხოლოდ ქართველი მსმენელისთვის ახალი რეპერტუარის გაცნობა, არამედ მას საგანმანათლებლო მისიაც აკისრია. კონსერვატორიის და სამუსიკო სკოლების მოსწავლეთათვის, ფესტივალის სტუმრები ყოველდღიურად ჩაატარებენ გაკვეთიელებს“, — აღნიშნეს ცენტრში.  

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულუტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, თიბისი ბანკი, აჭარანეთი, სასტუმრო "ციტადელი ნარიყალა" და M-group.


ყველა ახალი ამბავი
0