20:36 03 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4381
  • 100 RUB4.3310
  • USD3.0463
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
18501

ფესტივალში კერამიკის საერთაშორისო დონის ოსტატები მიიღებენ მონაწილეობას საფრანგეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 12 სექტემბერს გუდაურში პირველად კერამიკის საერთაშორისო  ფესტივალი გაიმართება, იტყობინება ფესტივალის ორგანიზატორთა ოფიციალური Facebook  გვერდი.

 ფესტივალში კერამიკის საერთაშორისო დონის ოსტატები მიიღებენ მონაწილეობას საფრანგეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. 

 „ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებს თავად ექნებათ საშუალება დაზგებზე თიხის ფიგურების ამოყვანაში მიიღონ მონაწილეობა. შედგება მხიარული შეჯიბრებები აქტიურ სტუმრებსა და გულშემატკივრებს შორის“, — ნათქვამია ორგანიზატორთა შეტყობინებაში. 

 ფესტივალის ფარგლებში აშენდება სამი ტიპის კერამიკის გამოსაწვავი ღუმელი (გაზზე და შეშაზე). ასევე წარმოდგენილი იქნება თიხის ნაკეთობების გამოწვის საინტერესო ტექნიკა. 

 ღონისძიების პროგრამაში დაგეგმილია კერამიკული ნამუშევრების გამოფენა, მასტერ-კლასები და ადგილობრივი ოსტატების მიერ დამზადებული სუვენირებისა და ჭურჭლის გამოფენა-გაყიდვა. 

 ფესტივალი ქართული ფოლკლორის კონცერტითა და გრანდიოზული ფეერვერკით დასრულდება. 

 ფესტივალის ორგანიზატორი და ინიციატორია სასტუმრო Gudauri Marko Polo და ქართული კერამიკული ხელოვნებისა და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“.

 


მთავარი თემები