თბილისში საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი იწყება

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფესტივალი
კინოფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოფესტივალი 6 ივნისამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებში გაიმართება ოთხდღიანი საკონკურსო კინოჩვენებები, ხუთი მასტერ-კლასი, ორი პრეზენტაცია. ყველა ღონისძიება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩატარდება. დასწრება უფასოა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ”ამირანი” თბილისში, 2 ივნისს გაიხსნება, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

რიგით მეცხრე ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია 48 სტუდენტური ნამუშევარი 21 სახელმწიფოდან: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, არგენტინა, აშშ, პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი, ირანი, სლოვაკეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ჩინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კუბა, კანადა, იტალია, ავსტრია, ავსტრალია და საქართველო.  

ჟიურის შემადგენლობაში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები არიან, რომლებიც გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენენ: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციურ-ექსპერიმენტული ფილმი. დიპლომები გადაეცემათ საუკეთესო რეჟისორული, საოპერატორო და ხმის რეჟისორული ნამუშევრებისთვის. გარდა ამისა, კონკურსზე ჟიურის მთავარი პრიზიც არის დაწესებული.

კინოფესტივალი 6 ივნისამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებში გაიმართება ოთხდღიანი საკონკურსო კინოჩვენებები, ხუთი მასტერ-კლასი, ორი პრეზენტაცია. ყველა ღონისძიება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩატარდება. დასწრება უფასოა.

საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალ ”ამირანის” ორგანიზატორია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიული ცენტრი.

კინოფესტივალი ”ამირანი” გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა. ფესტივალმა უამრავი ამჟამად გამოჩენილი რეჟისორი სტუდენტობის პერიოდში დააჯილდოვა. მრავალწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი 2007 წელს აღადგინეს. ის მსოფლიო კინოპროცესის განვითარებასა და მხარდაჭერას  განახლებული სახით შეუერთდა.


ყველა ახალი ამბავი
0