ერევანი სამშვიდობოების მომხრეა, ბაქო მიიჩნევს, რომ ცალმხრივი მოლაპარაკებები უაზრობაა

© REUTERS / VAHRAM BAGHDASARYAN / PHOTOLUREმთიანი ყარაბაღი
მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრემიერ–მინისტრი ვარაუდობს, რომ ამ საკითხის განხილვა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებშია შესაძლებელი

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების შეყვანის საკითხი განიხილონ. ამის შესახებ ფაშინიანმა Al Jazeera–სთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Sputnik–სომხეთი.

ესკალაცია ყარაბაღში: ფეიკების საინფორმაციო ომი და მათი უარყოფა>>

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.

აზერბაიჯანელი სამხედროები - Sputnik საქართველო
ტრამპი, პუტინი და მაკრონი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

კითხვაზე, სურს თუ არა მას მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების ხილვა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ასეთი საკითხები შეიძლება უფრო ფართო კონტექსტში განიხილონ ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში.

მან აღნიშნა, რომ ორჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ასევე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდეტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს, ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის.

რუსეთის რეაქცია

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი ყარაბაღში იმ შემთხვევაში შეიყვანს მშვიდობისმყოფელებს, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებენ აზერბაიჯანიცა და სომხეთიც.

რუსეთის საგარეო უწყებამ გუშინ კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ სისხლისღვრა კონფლიქტის ზონაში.

მოსკოვი, კრემლი - Sputnik საქართველო
მოსკოვი ბაქოსა და ერევანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ცალმხრივი მოლაპარაკებები შეუძლებელია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების წარმოება მთიანი ყარაბაღის საკითხზე ცალმხრივი წესით შეუძლებელია, ბაქოს „პარტნიორი უნდა ჰყავდეს“, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.

„მოლაპარაკებები არსებითად შეწყდა, რადგან მისი (სომხეთის პრემიერის) გამოთქმის შემდეგ „ყარაბაღი – ეს სომხეთია“ ვთქვი, რომ მოლაპარაკებები შეუძლებელია. თუმცა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მთხოვეს, რომ აზერბაიჯანმა მეტი ყურადღება გამოავლინოს... მე ვუთხარი, კარგი, ვცადოთ“, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, ფაშინიანთან შეხვედრა უაზრობა იქნებოდა და მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნებოდა.

ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
„დიალოგისკენ მოწოდება უადგილოა“ – ალიევი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

მრავალწლიანი კონფლიქტი

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0