შეყვარებული ადამიანი ღმერთია: ერთი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

CC0 / Pixabay / WerbeFabrik / სასიყვარულო წერილი
სასიყვარულო წერილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
„ტიფლისის შავი ვარდი“ - ასე შეარქვა ხალხმა ჩვიდმეტი წლის ქვრივს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე არ გაუხდია შავი სამოსი, აღარც გათხოვილა...

რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ მთაწმინდის პანთეონში დაკრძალული რუსი მწერლისა და დიპლომატის, ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავზე  ქალის მუხლმოყრილი ფიგურა მგლოვიარე ნინო ჭავჭავაძეს განასახირებს - მის ერთგულ და უკიდეგანოდ მოყვარულ მეუღლეს...  

ალექსანდრე გრიბოედოვი
შეყვარებული ადამიანი ღმერთია: ერთი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
ალექსანდრე გრიბოედოვი

ალექსანდრე გრიბოედოვი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა  დეკაბრისტების აჯანყებაში, რომელიც სისხლში ჩაახშო ხელისუფლებამ, მერე კი რეპრესიები დაიწყო. ჯანყში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გრიბოედოვიც გახლდათ, მასაც ემუქრებოდა დაპატიმრება და სახრჩობელაც კი, მაგრამ დიპლომატი  კავკასიის მთავარმართებელ ერმოლოვთან მეგობრობამ იხსნა სასჯელისგან. თანაც, ვერც გამოძიებამ ვერ დაამტკიცა მისი დეკაბრისტებთან კავშირი. მიუხედავად ამისა, მას მაინც მოუხდა პეტერბურგის დატოვება და 1826 წელს ისევ თბილისში დაბრუნდა.

ალექსანდრე გრიბოედოვი მრავალმხრივ განათლებული პიროვნება გახლდათ, პოლიგლოტი იყო — ხუთი ენა იცოდა და მუსიკალური ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული. ალექსანდრე ჭავჭავაძემ ის სწორედ მუსიკის მასწავლებლად აუყვანა თავის ქალიშვილს — ნინო ჭავჭავაძეს.

ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2016
„შენ ხარ ჩემი ჯვარი და სვეტიცხოველი, ვარძია და ნიკორწმინდა!“

თავდაპირველად ნინოს თავისი პედაგოგი სასაცილოდ ეჩვენებოდა, რადგან ყოველდღე ერთი და იგივე მომაბეზრებელი გამებისა დაკვრას აიძულებდა და თანაც კრიტიკულად ადევნებდა თვალყურს მის ფრანგულ გამოთქმებს. ნინოს ეზარებოდა მოსაწყენ გაკვეთილებზე დროის დაკარგვა, მაგრამ გაცდენაც არ შეეძლო — მასწავლებელი ხომ მამის მეგობარი იყო.

როდესაც გრიბოედოვი პეტერბურგში გამოიძახეს, სადაც დეკაბრისტებთან მეგობრობის გამო სასამართლოს წინაშე თავის მართლება მოუხდა, ნინო ჭავჭავაძესთან ეპისტოლარული კავშირი არ გაუწყვეტია. პერიოდულად უგზავნიდა ტრფობითა და სიყვარულითსავსე ბარათებს:

„ნინო, ჩემო მადონავ! მე ახლა პეტერბურგის ციხეში ვზივარ და შენზე ვფიქრობ. ჩემი სული შენსკენ ისწრაფვის, ვითარცა ზღვის ტალღა ნაპირისაკენ, ვითარცა დაჭრილი არწივი წყაროსაკენ... შენ ხარ ჩემი ნაპირი, შენ ხარ ჩემი სიყვარულის უკვდავი წყარო. მე თავისუფლება წამართვეს, მაგრამ სიყვარული ვერა... შენ ერთხელ მითხარი ჯვრის მონასტერთან, ადამიანი თავად არისო ტაძარი. მე ახლა გავიგე იმ შენი გრძნეული სიტყვის ჭეშმარიტი არსი. შენ ხარ ჩემი ტაძარი ჭეშმარიტი. მე სალოცავად მოვსულვარ შენთან. შენ ხარ ხატი... საღვთო სანთლის დასანთებად მოვედი შენთან ...“ — წერდა გრიბოედოვი ერთ–ერთ წერილში.

რამდენიმე წლის შემდეგ ნინო და ალექსანდრე ერთმანეთს პრაქსივია ახვერდოვას სახლში შეხვდნენ. ერთამენთი დიდი ხნის განმავლობაში არ ენახათ. ყოფილი მასწავლებელი დიპლომატი გახდა და ირანში ელჩად იყო დანიშნული.

„ეს იყო თექვსმეტში. ამ დღეს ვსადილობდი ჩემს ძველ მეგობარ ახვერდოვასთან. მაგიდასთან ნინო ჭავჭავაძის პირდაპირ ვიჯექი და სულ მას ვუყურებდი. დავფიქრდი, გული ამიძგერდა, არ ვიცი, რამ ამაღელვა. ახალმა სამსახურმა თუ რაიმე სხვამ მიბიძგა მტკიცე გადაწყვეტილება მიმეღო“, — ასე აღწერდა გრიბოედოვი 16 წლის ნინოსთან შეხვედრას.

© photo: National Library of Georgiaნინო ჭავჭავაძე
შეყვარებული ადამიანი ღმერთია: ერთი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
ნინო ჭავჭავაძე

თავად ნინო ჭავჭავაძე იმ საბედისწერო დღეს ასე იხსენებდა: „არ ვიცი, მართლა არ ვიცი! თითქოს  სიზმარი იყო! თითქოს სხივმა დამწვა!“

გრიბოედოვი მას დიდი ხნის სიყვარულში გამოუტყდა და დაუყონებლივ ცოლად გაყოლას სთხოვა და...

რუსეთის იმპერიის 33 წლის ელჩმა და პოეტმა, 1828 წლის 22 აგვისტოს თბილისში, სიონის ტაძარში დაიწერა ჯვარი ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზეს, 16 წლის ასულზე, ნინო ჭავჭავაძეზე. საქორწინო ცერემონიალი და ნადიმი წინანდლის მამულში გაგრძელდა, სადაც ჭავჭავაძეების ოჯახი ზაფხულობით ცხოვრობდა.

თუმცა მათი ბედნირება დიდხანს არ გაგრძელებულა. ქორწინებიდან ოთხი თვის შემდეგ, როდესაც ნინო ბავშვს ელოდა, გრიბოედოვი სპარსეთში გაემგზავრა, საიდანაც ცოცხალი აღარ დაბრუნებულა: ის 1829 წლის თებერვალში მოკლეს თეირანში რუსეთის საელჩოზე თავდასხმისას.

ტრაგიკული ამბის შეტყობიდან მეორე დღეს ნინოს ნერვიულობის ნიადაგზე ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ვაჟი გააჩინა. მამის პატივსაცემად, ალექსანდრედ მონათლეს, მაგრამ ახალშობილი რამდენიმე საათში გარდაიცვალა...

© photo: National Library of Georgiaნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა
შეყვარებული ადამიანი ღმერთია: ერთი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა

ნინო ჭავჭავაძემ 45 წელი იცოცხლა, მაგრამ მეორედ აღარ გათხოვილა, იცოდა, რომ ვერცერთ მამაკაცთან ვეღარ შეძლებდა განეცადა ის გრძნობები, რომლებსაც ძვირფას მეუღლესთან განიცდიდა.

17 წლის იყო, შავები რომ ჩაიცვა და 28 წელი გაატარა ასე დათალხულმა.

1857 წლის ივნისში თბილისსი ქოლერამ იფეთქა. ნინომ ქალაქიდან გასვლაზე უარი თქვა. დასნეულებულ ნათესავებზე ზრუნავდა და თავადაც დაავადდა. 28 ივნისს გარდაიცვალა. მისი სურვილის თანახმად, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

ასე ტრაგიკულად დასრულდა დიდი სიყვარულის  ისტორია, ფურცლებს კი შემორჩა მწერლის გულწრფელი სიტყვები:

„მე თანამედროვეობაში ვერ ვპოვე ის, რასაც ვეძებდი, ამიტომ წარსულში ვაპირებდი გაქცევას. ვერც ამან მიშველა. მერე ბუნებასთან ვაპირებდი შერწყმას, როგორც მინდია, ვერც ამაში ვპოვე შვება. ახლა მივხვდი, ადამიანის ხსნა სიყვარულშია. შეყვარებული ადამიანი ღმერთია! ამ სიყვარულის განსახიერება ჩემთვის შენ ხარ, ნინო. შენ ხარ ჩემი ჯვარი და სვეტიცხოველი, ვარძია და ნიკორწმინდა...

შენს გასაგონად ვამბობ ნინო, მიყვარხარ შენ, მხოლოდ შენ, ცაშიც, მიწაზეც, თავდავიწყებამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, შენი ვარ მხოლოდ. კურთხეულ იყოს ის დღე, ის საათი, ის წამი, ის გულის ფეთქვა, როდესაც ვიგრძენ, რომ მე შენ მიყვარხარ...“

ყველა ახალი ამბავი
0