02:29 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (382)
31160

სადღაც კვერნის ტყავს იყენებდნენ, სადღაც - ნაჯახით დაქუცმაცებულ ვერცხლს, რატომ და რისთვის - ეს ჩვენს შემეცნებით მასალაში ნახეთ.

მსოფლიოში ფულის ერთეულების დიდი არჩევანია, მათგან უმეტესობა უძველესია და შორეულ წარსულში იღებს სათავეს. შორს რომ არ წვიდეთ, ქართული ფულის ერთეული — კოლხური თეთრი ანტიკურ ხანაში იღებს სათავეს და ის არა მარტო კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე, ბერძნულ კოლონიებშიც წარმატებით გამოიყენებოდა. 

ქვემოთ რამდენიმე ქვეყნის ფულის ერთეულს გაგაცნობთ და მათ სახელწოდებებს განვმარტავთ:

დოლარი – ვალუტის ყველაზე გავრცელებული სახელწოდება. გამოიყენება აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სინგაპურში და სხვაგან. დოლარი ტალერის დამახინჯებული ფორმაა. ვერცხლის მონეტა ტალერი პირველად 1518 წელს მოიჭრა და ფულის ერთეულად საღვთო რომის იმპერიაში იყენებდნენ;

შეკელი – ისრაელის ფულის ერთეული. ეს ძველი ებრაული სიტყვაა და „აწონვას“ ნიშნავს;

კრონა — ნორვეგიის, დანიის, გრენლანდიის და ფარერის კუნძულების ეროვნული ვალუტა. კრონა ითარგმნება, როგორც გვირგვინი, ქოჩორი;

ზლოტი — პოლონეთის ფულის ერთეული. ნიშნავს ოქროს; 

რუბლი — გამოიყენება რუსეთსა და ბელარუსში და ვერცხლის წონას ნიშნავს. ძველ რუსეთში ფულის მაგივრობას ვერცხლის პატარა ნაჭერი სწევდა. როცა მთელ ნაჭერზე ნაკლების გადახდა იყო საჭირო, მას ნაჯახით მოაჭრიდნენ ხოლმე ნაწილს. ასე დანაწევრებულ ლითონს „დაჭრილ ვერცხლს“, ანუ рубленное серебро-ს ეძახდნენ. აქედან გაჩნდა სიტყვა рублъ;

ფუნტი (გირვანქა) სტერლინგი — ბრიტანული ფულის ერთეული, სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან poundus, რაც წონის ერთეულს ნიშნავს; 

დინარი — ფულის ერთეული იორდანიაში, ალჟირში, ბაჰრეინში, ქუვეითში, სერბეთში. ეს ლათინური სიტყვაა და მომდინარეობს „დინარისიდან“, რომელსაც ძველ რომში ვერცხლის მონეტებს უწოდებდნენ; 

ლირა — ფულის ერთეული თურქეთში. ლირა ლათინური სიტყვა „ლიბრადან“ მომდინარეობს, რაც ფუნტს ნიშნავს;  

ლევი — ფულის ერთეული ბულგარეთში. ძველ ბულგარულ ენაზე „ლევი“ ნიშნავს „ლომს“;

დრამი — სომხეთის ეროვნული ვალუტა. მომდინარეობს ბერძნული დრაჰმადან და ქართულად ნიშნავს „ფულს“; 

დირჰემი — არაბთა გაერთიანებული საამიროების ფულის ერთეული. ტერმინი მომდინარეობს ბერძნული დრაჰმიდან და ძველ არაბულ ვერცხლის მონეტას წარმოადგენს. დირჰემი თბილისის ზარაფხანშიც იჭრებოდა თბილისის საამიროს არსებობის დროს;

რიალი — ფულის ერთეულია კატარში, ომანში, საუდის არაბეთსა და იემენში. რიალი ლათინური სიტყვა „რეგალიდან“ მოდის და ნიშნავს „სამეფოს“;  

პესო — არგენტინის, კუბის, კოლუმბიის, მექსიკის, ფილიპინებისა და ურუგვაის ფულის ერთეულია. პესო ესპანური სიტყვაა და წონას ნიშნავს. ვერცხლის თანაბარი ზომის ნაჭრებს, რომლებსაც ესპანელები ამერიკის დაპყრობილ ტერიტორიაზე ფულის ნაცვლად იყენებდნენ, პესო ერქვა;

იუანი, იენი, ვონი — ჩინური, იაპონური და კორეული ფულის ერთეულების სახელწოდებები ითარგმნება როგორც „მრგვალი მონეტა“;

კუნა — ფულის ერთეული ხორვატიაში. მოიჭრა XI საუკუნეში. კუნა ხორვატიულად ნიშნავს კვერნას. ხორვატების წინაპრები ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროიდან იყენებდნენ კვერნის ტყავს ფულის სანაცვლოდ...

 

თემები:
იცით თუ არა, რომ... (382)

მთავარი თემები