„სინდისი? არა, არ გაგვიგია“ – ანუ, როგორ ესმის ზოგიერთ ქართველს თვითიზოლაცია

© Sputnik / Vladimir Umikashviliთელაველი თავს იცავს კორონავირუსისგან
თელაველი თავს იცავს კორონავირუსისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მეტად აქტუალური სიტყვა „თვითიზოლაცია“ ორი ნაწილისგან შედგება და გულისხმობს საკუთარი თავის შეგნებულად და ნებაყოფლობით იზოლაციას დანარჩენი საზოგადოებისგან ვირუსისგან თავისა და სხვების დასაცავად.

მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, ან არ უნდათ გაიგონ ამ ტერმინის მნიშვნელობა და სიამოვნებით არღვევენ კარანტინის წესებს.

სეირნობა არ შეიძლება, საჭიროა სახლში ჯდომა

ინტერნეტი, რომლისგან დამალვაც დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია, გადავსებულია „ნივთმტკიცებებით“. სოციალურ ქსელებში ნათლად ჩანს, როგორ არ იცავს და არ ეპუება საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების რეკომენდაციას – თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან, და ღიად დასეირნობს ქუჩებში, თანაც ოჯახის წევრებთან ერთად.

ლისის ტბა - Sputnik საქართველო
ლისის ტბაზე და ბათუმის ბულვარში სეირნობა რეკომენდებული არაა: ახალი აკრძალვები საქართველოში

მაგალითად, ლისის ტბის ტერიტორიასა და პარკებში. გასაგებია, რომ ადამიანს სჭირდება სუფთა ჰაერზე გავლა, სადაც, წესით და რიგით, უსაფრთხოდ უნდა იყოს. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი აზრი სხვა ათობით და ასობით ადამიანსაც მოსდის თავში. შედეგად კი ღია სივრცე გადაიქცევა გადატვირთულ ტერიტორიად, რომელიც სულაც აღარ არის უსაფრთხო.

კორონავირუსი სწორედ ამით არის ვერაგი დაავადება, რომ ძალიან მარტივად გადაედება ადამიანისგან ადამიანს. პარკებში კი ვირუსის გავრცელების შესანიშნავი პოტენციალი იქმნება – ატრაქციონები, სკამები, წყლის დასალევი ონკანები, ავტოსადგომები.

კორონავირუსი საქართველოში: კუს ტბაზე მისასვლელი გზა იკეტება>>

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ლისის ტბის ადმინისტრაციამ, მოქალაქეების მისამართით ოფიციალური მიმართვა გამოექვეყნებინა და ეთხოვა მათთვის, თავი შეეკავებინათ ლისის ტბის ტერიტორიაზე სეირნობისგან.

„ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში.

თვითიზოლაციის წესებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება უკვე განსჯის საგანი გახდა სოციალურ ქსელებში. ბევრი აღშფოთებულია იმით, რომ მოქალაქეთა ნაწილი, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიუხედავად, ქუჩებში ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე გამოდის და მოსახლეობის ნაწილს საფრთხეს უქმნის.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია

„განა ასე რთულია იმის გაგება, რომ სადაც ბევრი ხალხია, იქ მეტია ინფიცირების ალბათობა? ამიტომ – დარჩით სახლში!!!“ – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

„რაც არ არის რეკომენდებული, იმას გააკეთებენ პირველ რიგში“, – დარწმუნებულია ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი.

მას ეთანხმება სხვა მომხმარებელიც, რომელიც წერს: „ვიდრე მკაცრად არ აიკრძალება, ეს ხალხი ვერ გაიგებს. გასაგიჟებელია! ლისზე ბავშვებით მთელი დღე სეირნობენ!“

„წარმოიდგინეთ, რომ გვბომბავენ!“

თვითიზოლაციის რეჟიმისადმი ადამიანების გულგრილი დამოკიდებულებით აღშფოთებულია ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც.

ვირუსი ქალაქში - Sputnik საქართველო
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი საზოგადოებას ასაკოვან ადამიანებზე ზრუნვისკენ მოუწოდებს

მწერალი ყოველდღიურად მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, არ შეუქმნან საფრთხე მოქალაქეებს და დარჩნენ იზოლაციაში.

„ძვირფასო მეგობრებო! უნდა შეგაშინოთ! და უნდა გაგამხნევოთ!

ჩათვალეთ, რომ თვითმფრინავები გბომბავენ და თან ისე, რომ არც თვითმფრინავები ჩანან და არც ბომბები! და ერთადერთი საცავი ახლა თქვენი გადარაზული კარია! მე განა არ მიჭირს, თან მუშაობაც მიხდება გრაფიკით და ჩემზე მეტად უჭირს სხვას, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ არსებობს! თუ ასე ხმამაღლა არ დაგიძახეთ, ეტყობა ძნელად ისმენთ. არადა მხოლოდ თქვენთვის გეძახით!“ – წერს კეკელიძე თავის Facebook-გვერდზე.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თვითიზოლაციის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს>>

„ჩვენ ვიძირებით“

ბლოგერ ვალენტინა სემილეტის აზრით, დროა, უარი ვთქვათ სტუმრად სიარულის ძველ და სასიამოვნო ჩვევაზე და ქალაქში უმიზეზოდ სეირნობაზე.

„დაიოკეთ სტუმრად, მეზობლებთან ყავის დასალევად, ეზოში ჯგუფურად დგომის, მაღაზიაში უმნიშვნელო ნივთების შესაძენად სიარულის სურვილი. დღეს თუ არა, ხვალ ავადმყოფების იმხელა ნაკადი მოგვაწყდება, რომ ჩავიძირებით. ვერ გავუმკლავდებით, შეიგნეთ ეს. ხომ გესმით, როგორი კოშმარი იქნება, როდესაც მიმღებებს დღეში ასობით ინფიცირებული გაავსებს?!“ – წერს იგი.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა არის დანაშაული ღვთის წინაშე

სემილეტი მოქალაქეებს მოუწოდებს, შეიცოდონ ასაკოვანი ადამიანები, რომლებისთვისაც ეს პანდემია „რუსული რულეტივითაა“, დაეხმარონ გაჭირვებულებს, ილოცონ სახლში და არა ეკლესიებში, არ გადაიხადონ ქელეხები და ზეიმები და არ დაარღვიონ თვითიზოლაციის წესები.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ XVI საუკუნეში ვცხოვრობთ და ტელევიზორი არ არსებობს – თქვენ ვერ ხედავთ, რომ ათასობით ადამიანი იხოცება... თავი უკვდავი გგონიათ? რა არ გყოფნით – ტვინი, საღი აზრი თუ სინდისი?“ – წერს სემილეტი.

თვითიზოლაცია თუ არა – საკითხავი, აი, ეს არის

კითხვას – საჭიროა თუ არა თვითიზოლაცია, „Sputnik-საქართველოს“ ერთგული მკითხველიც პასუხობს. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ პორტალის აუდიტორია ზედმიწევნით ასრულებს იზოლაციის წესებს იმ იმედით, რომ ასე დაიცავს სასიკვდილო ვირუსისგან თავსაც და სხვებსაც. კერძოდ, მუშაობს დისტანციურად, ზის სახლში, თავს იკავებს ნათესავებთან, მეგობრებთან სტუმრობისა და ვიზიტებისგან, ხოლო კარგ ამინდში მცირე ხნით გადის სასეირნოდ.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

კარანტინისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს ხელმომწერი თათა ლაღიძეც.

„როგორც კი მზე გამოვიდა, დედებმა ბავშვები სათამაშო მოედნებზე გამოიყვანეს და სულ არ უფიქრიათ იმაზე, რომ საქანელები და სხვა ატრაქციონები შეიძლება ყოფილიყო ინფექციის გადამტანი. სპორტულ მოედნებზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ. მთელი ღამე ისმოდა მამაკაცების ხმაური ეზოდან. ესაა ყველაფერი, რასაც ვხედავ და მესმის ფანჯრიდან, ქუჩაში ჩემი ოჯახი არ გადის, მით უმეტეს, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს“, – წერს ქალი.

ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დედაქალაქში კარგად არა აქვთ გაცნობიერებული ვითარების სერიოზულობა.

„სიტუაცია არც ისე კარგია. თბილისში ვერ აცნობიერებენ მთელ საფრთხეს, რომელიც ამ ვირუსს ახლავს თან. სკვერში ბავშვები თამაშობენ, ფანჯრიდან ჩანს, როგორ სეირნობენ ჯგუფურად ადამიანები. არ ვიცი რაზე ფიქრობენ. ჩვენ კი ვსხედვართ სახლში და თვალს ვადევნებთ უსაფრთხოების ზომებს, მაგრამ ზოგიერთ მოქალაქეს აშკარად არ ანაღვლებს, რაც მსოფლიოში ხდება“, – აღნიშნავს მარი ბელოუსოვა-პინტურია.

მის აზრს იზიარებს მომხმარებელი იულია პარამონოვა, რომელიც წერს: „ბევრი ადამიანი პრობლემას არასერიოზულად უდგება ან საერთოდ არ მიიჩნევს ამას პრობლემად. ახალგაზრდობა ჯგუფურად სეირნობს, ბავშვები თამაშობენ. არავითარი დისტანცია და თვითიზოლაცია...“

მაგალითად, დისტანციაზე: მკითხველი საუბრობს გადავსებულ ავტობუსებზე, რომლებშიც მგზავრები არათუ დისტანციას არ იცავენ, არამედ ჯგუფ-ჯგუფად დგანან.

ადამიანები ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსი და საქართველო: რამდენად უსაფრთხოა სეირნობა

უკვე აღარ არის სასაცილო

ამასობაში საქართველოში ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. და რაც ყველაზე სამწუხაროა – ინფიცირებულთა შორის არიან ბავშვები, მოზარდები და ჩვილებიც კი. ამასთან, ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ პანდემიის საფრთხეს და თითქოს თავიანთ ძველებურ სამყაროში ცხოვრობენ: ინტერნეტში ეძებენ შელაკის ოსტატებს და მომუშავე სილამაზის სალონებს...

ზოგიერთ დახურულ ჯგუფში კი წაქეზებითაც არიან დაკავებული. „მთავრობა თავისი ზომებით გვხოცავს. არ ისხდეთ სახლში! გადით ქუჩაში, გააკეთეთ თქვენი საქმე. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“, – წერენ აგიტატორები. სამწუხაროდ, ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც საერთოდ აღარ არის სასაცილო. ასე რომ, გონიერი ადამიანები დარჩით სახლში, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ.

„იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილი...“ - ილია მეორე>>

ჩვენი მკითხველი წერს ასევე:

►პირადად მე ყველაზე მეტად მორწმუნეთა და მოძღვართა საქციელი მაღელვებს. საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობის აღება ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე – სრული უპასუხისმგებლობაა.

►უკვე მესამე კვირაა იზოლაციაში ვარ, დისტანციურად ვმუშაობ. მიწევს თავის შეკავება ნათესავებთან კონტაქტისგან. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის.

►ისეირნეთ ქალაქში დღისით და საღამოს ეზოებში, ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავთ.

►უკვე ერთი კვირაა ვზივარ, კიდევ ერთი დამრჩა. მოსკოვიდან ჩამოვედი. რა იქნება შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ კარანტინს ვიცავ.

 

ნათია ქვარცხავა

ყველა ახალი ამბავი
0