გონებამახვილი ქართველები: მოკლე სახალისო ისტორიები

CC BY 2.0 / Siena College / LaughДевушки смеются
Девушки смеются - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ წელს კარგი განწყობა და მხიარულება შეჰფერის. ამიტომ ჩვენც ვიზრუნეთ მკითხველთა სადღესასწაულო განწყობაზე და თქვენთვის პატარ-პატარა მხიარულ ეპიზოდებს მოვუყარეთ თავი ჩვენი სახელოვანი, გონებამახვილი და მხიარული თანამემამულეების ცხოვრებიდან. 

ვანო სულორი

ერთხელ ერთმა ცნობილმა რეჟისორმა თქვა, ვაპირებ ისეთი ფილმი გადავიღო, რომელსაც კანის ფესტივალის კონკუსზე წარადგენენ და გაიმარჯვებსო. ამაზე იქვე მყოფმა ნოდარ დუმბაძემ მიუგო, მოდით, ყველა თავის კანში დაეტიოსო. 

***

ერთხელ კონსტატინე გამსახურდიას ძალიან ახლობელმა, კრიტიკოსმა დევი სტურუამ მისი „დავით აღმაშენებელი“ გააკრიტიკა. მწერალს გული მოუვიდა და შეეპასუხა:

 - სამთავიანი დევი გამიგია, ცხრათავიანი დევის შესახებაც მსმენია, მაგრამ უთავო დევს პირველად ვხვდები. 

სათამაშო სანტა კლაუსი წითელი გულების ფონზე - Sputnik საქართველო
ჩემოდანი, ფორთოხალი და მძიმე ლოდი: უცნაური საახალწლო ტრადიციები

***

მოსკოვში, საკავშირო ტელევიზიის, „ოსტანკინოს“ დიდ დარბაზში გრანდიოზულ შეხვედრა მოუწყვეს ირაკლი აბაშიძეს. დარბაზი ისე იყო გადაჭედილი, რომ ნემსიც არ ჩავარდებოდა. მის ყველა ლექსს დიდი ტაშით ხვდებოდნენ. პოეტი-აკადემიკოსი დამსწრეთა კითხვებსაც პასუხიობდა. ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა აღტაცება ვერ დამალა: Вы настоящий метр... ბატონმა ირაკლიმ სიტყვა არ დაამთავრებინა მას და ჩვეული იუმორით უპასუხა: не метр, а метр девяносто!

***

კომუნისტების დროა და ცეკაში გადაწყდა, რომ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე აჭარიდან თბილისში ჩამოეყვანათ. ბათუმი ვერ ელეოდა იქაურ ვარსკვლავს, ჩელებაძე ჩვენ გვჭირდებაო და ისევ უკან დაიბრუნა. გაბრაზებულმა ნოდარ ახალკაცმა პრინციპულად მოითხოვა ჩელებაძის თბილისის „დინამოში“ გადმოყვანა. გადაწყვიტეს აზრი თავად ფეხბურთელისათვის ეკითხათ:

- სად გირჩევნია, ბათუმში თუ თბილისში?

- ბათუმი ძალიან მიყვარს, მაგრამ თბილისში უფრო თავისუფლად ვთამაშობ?

- რატომ? - დაინტერესდა ბათუმის ქალაქკომის მდივანი.

- ბათუმში ფეხბურთის გულშემატკივრები დედას მე მაგინებენ, თბილისში კი ჩემს ჩამომყვანს, – უპასუხა ჩელებაძემ.

***

1943 წელს თეირანში სტალინს, რუზველტს და ჩერჩილს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა. თავისუფალ დროს სტალინმა საბჭოთა საელჩოს დარბაზში „გიორგი სააკაძის“ ორივე სერიის სანახავად ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მესვეურები მიიწვია. ჩვენებას მათთან ერთად ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი და მისი თანმხლები მაღალჩინოსანი ირანელებიც დაესწრნენ. ფილმი ყველას ძალიან მოეწონა თურმე, განსაკუთრებით კი ირანელები აღფრთოვანებულან შაჰ-აბასის როლის შემსრულებლით, აკაკი ვასაძით: შაჰიც ეგეთი უნდა, მოგვეცით ეგ შაჰი ჩვენო.

გავიდა დრო, 1946 წლის ოქტომბერში სოჭში დასასვენებლად მყოფ სტალინთან აკაკი ვასაძეს უხმეს. სტალინმა გაიხსენა ირანელების „თხოვნა“ და მსახიობს მიმართა:

- გურულო, რამე რომ იყოს, არ წახვიდოდი შაჰად ირანში?

- არა, ამხანაგო სტალინ, რა მინდა ირანში, როცა საკუთარ სახლში შაჰიცა ვარ და სულთანიც, – სხარტად მიუგო აკაკი ვასაძემ. 

საქართველოს მთები და ტაძრები - Sputnik საქართველო
ფაქტები ქართული ეკლესიის ისტორიიდან: მეფისთვის ნათავაზები წიხლი, გატეხილი მარხვა და სხვანი

***

სახელგანთქმული ქართველი ფალავანი, მსოფლიოს ორგზისა და საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძე დიდი იუმორითა და გონებამჭრიახობით გამოირჩეოდა. მას არაერთხელ მიუმართავს ეშმაკობისათვის, რაზეც ხშირად წამოგებულან მისი მეტოქეები. ერთხელაც ბალავაძეს უაღრესად პრინციპული შეხვედრა უნდა გაემართა თურქ მოჭიდავესთან - ათალაისთან, რომელიც უხეშ ათლეტად ითვლებოდა. ღანირელმა ფალავანმა ათალაისთან შეხვედრის წინ მუხლი დაიზიანა და მის გამოსვლა სათუო იყო. ბოლოს მაინც დართეს ასპარეზობის ნება, თუმცა ხალიჩაზე ფეხშეხვეული გავიდა.

თურქმა მეტოქემ ყველაფერი გააკეთა ქართველი ფალავნის მწყობრიდან გამოსაყვანად და გამეტებით ურტყამდა ფეხს ბალავაძის შებინტულ მუხლს. ათალაი იმედოვნებდა, რომ მეტოქე ტკივილს ვერ გაუძლებდა და ასპარეზობას შეწყვეტდა. ორთაბრძოლა ქართველი ფალავნის გამარჯვებით დასრულდა. ექიმმა ხალიჩიდან გასვლა არ აცალა ბალავაძეს, იქვე დაუწყო მტკივანი ფეხის დამუშავება. აი მაშინ კი შუბლზე მწარედ იტკიცა ხელი გაწბილებულმა თურქმა ფალავანმა. თურმე ბალავაძეს მეტოქის დასაბნევად ჯანმრთელი ფეხი გადაეხვია და თურქი ამაოდ ცდილობდა მისთვის ტკივილის მიყენებას. ეს „დაუკვირებლობა“ ამ უკანასკნელს დამარცხების ფასად დაუჯდა.

***

საქართველოს ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი ესპანეთში ახლდა საქართველოს ნაკრებს. ჩვენმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა ესპანეთის მეორე დივიზიონის გუნდ „ალბასეტესათან“, რომელიც იმ დროს პრიმერადივიზიონში გადასვლასთან ახლოს იყო.

 მთელი თამაში არაობიქტური მსაჯობითა და ესპანელთა ზღვარგადასული უხეშობით წარიმართა. 90-ე წუთისთვის ქართველი ფეხბურთელები 1 : 0 იგებდნენ, მაგრამ მსაჯმა ათი წუთი დაამატა და სანამ „ალბასეტემ“ ანგარიში არ გაათანაბრა, მატჩი არ დაასრულა. შეხვედრის შემდეგ „ალბასეტეს“ პრეზიდენტი მივიდა და ნოდარ ახალკაცს ჰკითხა:

- თქვენ გამოცდილი სპეციალისტი ხართ და ჩვენი გუნდის შესაძლებლობაზე რას იტყვით?

- თქვენ უმაღლეს ლიგაში გადასვლას აპირებთ, არა? -კითხვა შეუბრუნა ახალკაცმა.

- დიახ, ვაპირებთ.

- დღისით ეგ ამბავი არ გამოგივათ და ჩემი რჩევაა, ღამე თქვენს მსაჯს ფანარი დააჭერინოთ, იქნებ როგორმე გადაიპაროთ...

ყველა ახალი ამბავი
0