ძალიან დილა მშვიდობისა: ბედობის დღეს გასახსენებელი ისტორიები ლელაჩკასგან

გამოწერა
ლელა ანჯაფარიძე - ქალი, რომელიც ცოცხლობდა თბილისით და ირგვლივ მყოფთ საოცარ სინათლეს ჩუქნიდა. პოეტი, მხატვარი, კოლუმნისტი, მათემატიკოსი, დიპლომატი - ყოველმხრივ ნიჭიერი და მართლაც კოლორიტი ლელა ანჯაფარიძე 2019 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ის მხოლოდ 58 წლის იყო... 

ჩვენი ლელაჩკა წლების განმავლობაში თანამშრომლობდა Sputnik საქართველოსთან და ყოველ დილას ჩვენთან ერთად იწყებდა თავისი საფირმო მისალმებით: ძალიან დილა მშვიდობისა! ასე აფერადებდა ის თავისი ვირტუალური აივნიდან თითოეული მკითხველის დღეს და უზომო სითბოთი ავსებდა მათ გულებს არაჩვეულებრივი ისტორიებითა და მოგონებებით. 

Sputnik საქართველოს რედაქციის გადაწყვეტილებით, დღეიდან ჩვენ კვლავ მოგესალმებით ლელაჩკას სახელით და ჩვენს ოქროს ფონდში დაცულ მის ჩანაწერებს ყოველდღიურად შემოგთავაზებთ.

2017 წლის ბედობა დღის, 2 იანვრის პუბლიკაციით დავიწყებთ. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0