09:11 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა პარიზში

დამოუკიდებლობის აჩრდილი: ევროკავშირი აშშ-ის ფინანსურ სისტემას ეთიშება

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
41 0 0

ევროპის ოცი ბანკი, მათ შორის, საფრანგეთის ბანკების უმრავლესობა და გერმანული Deutsche Bank შეუდგნენ ერთიანი საგადახდო სისტემის შემუშავებას, რომელიც ამერიკულ Visa-სა და Mastercard-ს ჩაანაცვლებს.

ვინ დაეხმარება ბრიუსელს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში და რატომ გაჩნდა ამის აუცილებლობა სწორედ ახლა — წაიკითხეთ მიმომხილველ ალექსანდრ ლესნიხის მოსაზრება.

გაყრა და ქალიშვილობის გვარი

ფორმალურად ევროკავშირი დამოუკიდებელ საფინანსო-ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ბრიუსელში საქმით ბევრს განსაზღვრავს განწყობა, რომელიც კაპიტოლიუმის ბორცვზე სუფევს. ზუსტად იგივე შიძლება ითქვას სხვა სახელმწიფოების მიმართაც, რომლებიც საგარეო სავაჭრო კონტრაქტებს დოლარებით უზრუნველყოფენ.

ამ მხრივ ევროპელები სირთულეებს პირველად 2018 წელს წააწყდნენ, როდესაც ვაშინგტონი თეირანთან ბირთვულ გარიგებას გამოეთიშა და ირანული ნავთობის ყველა მყიდველს სანქციებით დაემუქრა. ევროკავშირი რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ან აშშ-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების არეალში უნდა მოხვედრილიყო, ან უარი უნდა ეთქვა დღეში 500 ათასი ბარელი საწვავის იმპორტზე. 

ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა იმან, რომ ნედლეულის საფასურის გადარიცხვა საგადასახადო სისტემა SWIFT-ის მეშვეობით ხდებოდა, რომელსაც აშშ აკონტროლებს. ვაშინგტონს შეეძლო დაებლოკა მასზე წვდომა, რაც, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ბიზნესის გაჩერების ტოლფასი იქნებოდა.

ევროპელმა ფინანსისტებმა, გაიაზრეს რა, რომ ვაშინგტონი არ შეწყვეტდა ბრიუსელის შანტაჟსა და SWIFT-დან ნებისმიერი მიზეზით გათიშვის მუქარას (იქნებოდა ეს სავაჭრო ომის, რუსული თხევადი აირის შეძენისა თუ სხვა მიზეზთა გამო), საკუთარი საბანკო საგადასახდო სისტემა INSTEX-ის შექმნის შესახებ განაცხადეს.

ამგვარად, ევროპამ მიბაძა რუსეთისა და ჩინეთის მაგალითს, რომელთაც უკვე აქვთ SPFS-ი (რუსეთის ბანკის ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა) და CIPS-ი (საბანკო გადარიცხვების ჩინური ეროვნული სისტემა). უახლოეს მომავალში ორივე პლატფორმა გაერთიანდება, მოგვიანებით კი მათ შეუერთდება ინდური საგადასახდო სისტემა, რომლის შექმნაზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს.

ამაზე რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი BRICS-ის სამიტზე შეთანხმდნენ, რომელიც წინა კვირაში ბრაზილიაში ჩატარდა. სავარაუდოდ, გაერთიანებული სისტემა იმუშავებს „რაბის მოდელით“, რა დროსაც გადახდების შესახებ შეტყობინებები კოდირებას თითოეული ქვეყნის ფინანსური სისტემის შესაბამისად შეიცვლის.  

აგრესიული ამერიკული ფინანსური პოლიტიკისგან დამოუკიდებლობის გარდა, ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს ვაჭრობის დედოლარიზაციასაც: ფართო შესაძლებლობები გაჩნდება ეროვნული ვალუტებით საქონლის შესაძენად. 

Visa-ს ნაცვლად PEPSI 

ევროპის ოცმა უმსხვილესმა ბანკმა, რომლებიც რუსეთისა და ჩინეთის წყალობით დარწმუნდნენ, რომ ვაშინგტონისგან დამოუკიდებელი საკუთარი საგადასახდო სისტემის შექმნა სავსებით რეალურია, აამოქმედა პროექტი, სამუშაო სახელწოდებით PEPSI (Pan-European Payment System Initiative), რომელიც ევროპაში Visa-ს და Mastercard-ის ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. 

გარდა იმისა, რომ PEPSI უზრუნველყოფს ევროპული კომპანიების უსაფრთხო ვაჭრობას ირანთან და ვაშინგტონისთვის სხვა არასასურველ ქვეყნებთან, მისი ამოქმედებით ამერიკული საგადასახადო სისტემები დაკარგავენ ინფორმაციას იმის შესახებ, რისთვის და რამდენს ხარჯავენ ევროკავშირის მოქალაქეები. ეს კი ამერიკულ კომპანიებს ევროპულ ბაზრებზე ექსპანსიის შესაძლებლობას შეუსუსტებს.

ახალი საგადასახდო სისტემა რუსეთისთვისაც ხელსაყრელი იქნება: გამარტივდება მოლაპარაკება ევროპის ცენტრალურ ბანკთან საგადახდო სისტემების ურთიერთინტეგრაციის თაობაზე.

აშშ-ის კონტროლის სფეროდან ევროპის ფინანსური ბაზრის გამოყვანის კიდევ ერთი შესაძლო ინსტრუმენტი ციფრული ფულია. ნოემბრის დასაწყისში გერმანიის ბანკების ფედერალური ასოციაცია, რომლის წევრებიც სხვებთან ერთად არიან Deutsche Bank, Credit Suisse და Commerzbank, ევროს ციფრული ანალოგის შექმნისა და მისი პანევროპულ საგადასახადო სისტემაში ინტეგრირების წინადადებით გამოვიდა. ამასთან, გერმანელები არ მალავენ, ვის წინააღმდეგაა მიმართული მათი ინიციატივა.

„ეს აშშ-ის მხრიდან კონკურენტულ ზეწოლასთან გამკლავების ერთადერთი მეთოდია“, — აღნიშნეს ასოციაციაში და ციფრულ ვალუტა Libra-ს, რომლის გავრცელებასაც „ფეისბუქი“ ცდილობს, „ეკონომიკური და პოლიტიკური კონფლიქტების პოტენციური მიზეზი“ უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება დოლარზე, როგორც სარეზერვო ვალუტაზე, ძალიან სარისკოა, და მისი ახალი ციფრული ვალუტით ჩანაცვლების წინადადება წამოაყენა. 

„მრავალპოლარულ სამყაროში მრავალპოლარული ვალუტა გვჭირდება“, – ხაზი გაუსვა კარნიმ და დასძინა, რომ ახლა მრავალი ქვეყანა ზედმეტადაა დამოკიდებული ამერიკის ეკონომიკის რყევებზე.

ამასთან, გლობალური ფინანსური სისტემის ბალანსი დარღვეულია იმის გამო, რომ ზოგი სახელმწიფო უარყოფით განაკვეთზე გადავიდა, ზოგი კი, მათ შორის, აშშ ინარჩუნებს ნულზე მაღალ საკვანძო განაკვეთს.

ინგლისის ბანკის ხელძღვანელის აზრით, სისტემისთვის წონასწორობის დაბრუნება შეუძლია მხოლოდ ახალ ვალუტას და აჯობებს, თუ ის ციფრული იქნება.

მთავარი თემები