მწარე გაკვეთილი წარსულიდან, ანუ ქართველ მეფე-მთავართა სათავისო მცდელობა

CC0 / Pixabay / ქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველებს გვყავდა „უმიწაწყლო“ მეფე, რომელსაც „ერთგული“ ერისთავები აუმხედრდნენ და რომელიც მათთან ბრძოლაში დამარცხდა. მასაც „ფუკასავით“ ააცალეს სამცხე, იმერეთი, ქართლი და მხოლოდ სახელიღა დაუტოვეს. 

ვანო სულორი

ინგლისის ისტორიას ახსოვს მეფე ჯონ უმიწაწყლო, რომელიც 1199-1216 წლებში მართავდა ქვეყანას. ამ უსახურ მეფეს დიდებულებმა ორჯერ მოუწყეს აჯანყება, რა დროსაც მან დაკარგა ფრანგული სამფლობელოების დიდი ნაწილი, მისი კონტროლიდან გავიდა ნისლიანი ალბიონის თითქმის ნახევარი და სწორედ ამიტომ ისტორიას ის სამუდამოდ შემორჩა „უმიწაწყლოს“ თიკუნით.

ქართველებსაც გვყავდა უმიწაწყლო მეფე, რომელსაც „ერთგული“ ერისთავები აუმხედრდნენ და რომელიც მათთან ბრძოლაში დამარცხდა. მასაც „ფუკასავით“ ააცალეს სამცხე, იმერეთი, ქართლი და მხოლოდ სახელიღა დაუტოვეს.  

ქსნის ციხე - Sputnik საქართველო
ჯავრშეუჭმელი ქართველები: რამდენიმე მაგალითი ისტორიიდან

საუბარია გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელ მონარქზე, გიორგი მერვეზე, რომელიც თავს საქართველოს მეფეს უწოდებდა, თუმცა მისი გავლენა მარტყოფთან მთავრდებოდა და მის აქეთ ცხვირსაც ვერ ყოფდა იმის შიშით, რომ ტყვედ არ აეყვანათ.

XIV−XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურლენგმა რვაჯერ დალაშქრა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ სამარყანდელმა ემირმა, მიხედავად ოცწლიანი ომისა, მაინც ვერ შეძლო საქართველოს დაპყრობა. ეს კია, სასტიკად მოაოხრა და უზომოდ დაასუსტა ქვეყანა. ამის შემდეგ ქართველი მეფეები დიდი ძალსხმევის ფასად ახერხებდნენ გარეშე მტრებთან გამკლავებასა და ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებას.  

საქართველოს მეფე ალექსანდრე პირველმა 1415 წელს კოხტასთავთან სასტიკად დაამარცხა და ტყვედ აიყვანა პარტივმოყვარე და მოღალატე ათაბაგი ივანე ჯაყელი, რომელსაც საქართველოსათვის სამცხის ჩამოცილებას ჰქონდა განზრახული. ჯაყელთა დამარცხებამ დროებით შეაჩერა საქართველოს დაშლის პროცესი, მაგრამ ტახტზე გიორგი მერვის ასვლის შემდეგ ქვეყნის სამეფო−სამთავროებად დაშლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

ჯერ იმერეთის ერისთავმა ბაგრატმა  გამოუცხადა დაუმორჩილებლობა საქართველოს მეფეს. 1463 წელს ურჩი ვასალის დასასჯელად გიორგი მერვე დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ჩიხორთან დიდი ბრძოლა გაუმართა მოღალატე ფეოდალს. სასტიკ და დაუნდობელ ბრძოლაში (ნიშანდობლივია, რომ ამ ბრძოლაში არცერთი მებრძოლი არ დარჩენილა დაუსახიჩრებელი. ერთ−ერთ „გამარჯვებულ“ მეომარს სხეულზე 22 ჭრილობაც კი დაუთვალეს) გამარჯვება ბაგრატ ერისთავს დარჩა. ამის შემდეგ იმერეთი დამოუკიდებელ სამეფოდ გამოცხადდა, ხოლო ბაგრატ ბაგრატიონი ქუთაისიში საზეიმოდ ეკურთხა მეფედ. 

ხავსმოდებული ლოდები და ყაყაჩოები  - Sputnik საქართველო
დედოფლის სიჯიუტით გაუქმებული სამთავრო: სამეგრელოს აჯანყება

1465 წელს საქართველოს ერთიანობას კიდევ ერთხელ ჩასცეს ლახვარი. მეფეს ამჯერად სამცხის ათაბაგი ყვარყვარე მეორე ჯაყელი განუდგა. ფარავანთან გამართულ ბრძოლაში ჯაყელებმა იმარჯვეს, გიორგი მერვე ტყვედ ჩაიგდეს და დამოუკიდებელი სამცხის საათაბაგო შექმნეს. დამარცხებული და „გაცამტვრებული“ მეფის ტყვედ ყოლა ძალიან მალე მობეზრდა თავგასულ ათაბაგს. იმ პერიოდში ქართლში იმერეთის მეფე შეიჭრა და ყვარყვარე ჯაყელმა უმიწაწყლოდ დარჩენილი გიორგი მერვე ციხიდან გაუშვა და გაძლიერებული იმერეთის მეფეზე მიუშვა — თვითონაც დაეხმარა ქართლიდან მის განდევნაში.  

მაგრამ ერთიანი საქართველოს უკანასკნელმა მეფემ ქართლი მაინც ვერ შეინარჩუნა, მხოლოდ კახეთიღა შემორჩა სამართავად.

მართალია, ქვეყანა დაიშალა და დაქუცმაცდა, მაგრამ ქართველ მეფე-მთავრებს ხელი არ აუღიათ ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლაზე. არც მეფეები და არც სამცხის ათაბაგი არ ურიგდებოდა ამას, უბრალოდ ყველა სათავისოდ ცდილობდა, ყველას მხოლოდ საკუთარი თავი წარმოედგინა გაერთიანებული ქვეყნის ერთადერთ ხელისუფლად. 

მათგან ყველაზე აქტიური გახლდათ ქართლის ენერგიული მეფე კონსტანტინე მეორე. მაგრამ მას ჯერ არადეთთან გამართულ ბრძოლაში მოეცარა ხელი, რა დროსაც სამცხის ათაბაგმა ყვარყვარე მეორემ იმარჯვა, ხოლო შემდეგ ქუთაისიდან კი გააგდო იმერეთის მეფე და შეიერთა იგი, მაგრამ  გართულებული საგარეო ვითარების გამო ვეღარ შეძლო მისი შენარჩუნება. 

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
შამქორის ბრძოლა: წვერებით ნათრევი ამირა-სულთნები და გაქცეული აბუ-ბექრი

საქართველოს მეფე-მთავრებს შორის ატეხილმა შიდა ომებმა დიდი ძალა და რესურსები შეიწირა და ქვეყანა ძალიან დაასუსტა. ამიტომ ქართლის  მეფე კონსტანტინე, რომელიც ყველაზე მეტ აქტიურობას იჩენდა საქართველოს გასაერთიანებლად, იძულებული გახდა, ხელსაყრელი დროს დადგომამდე შეეწყვიტა ბრძოლა გაერთიანებისათვის. თბილისში საგანგებო თათბირიც კი გამართა დიდებულებთან, კათალიკოსთან და ეპისკოპოსებთან ერთად. მათ მეფეს ურჩიეს, ვინაიდან იმერლები, კახელები და სამცხელები მტკიცედ დგანან თავიანთ ხელისუფალთა ერთგულებაზე, მათთან ბრძოლა ქართველთა შორის კიდევ უფრო დიდ სისხლისღვრას გამოიწვევსო და კონსტანტინეს დაზავება მოსთხოვეს მანამ, სანამ  შესაფერისი დრო არ დადგებოდა ქვეყნის გართიანებისათვის.

ქართლის მეფე ჯერ კახეთს დაუზავდა, შემდეგ სამცხესა და ქართლს შორის ჩამოვარდა მშვიდობა, ბოლოს კი ქართლის ხელისუფალი იმერეთში ალექსანდრეს მეფობასაც შეურიდგა და მათ შორისაც შეწყდა მრავალწლიანი ომი.

1490 წელს ოფიციალურად  გაფორმდა საქართველოს დაშლა - დაქუცმაცება. 

ყველა ახალი ამბავი
0