Cherchez la femme, ანუ ქალთა სახეები ქართულ პოლიტიკაში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის დეპუტატები სხდომათა დარბაზში
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ, NDI-ს გამოკითხვებით, მოსახლეობის 68 პროცენტი მხარს უჭერს გენდერულ კვოტირებას, საქართველოს პარლამენტი, ქალთა შემადგენლობის მხრივ, 106-ე ადგილზეა მსოფლიოს პარლამენტებს შორის

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 53 პროცენტს ქალები წარმოადგენენ და NDI-ს გამოკითხვებით მოსახლეობის 68 პროცენტი მხარს უჭერს გენდერულ კვოტირებას, საქართველოს პარლამენტი, ქალთა შემადგენლობის მხრივ, 106-ე ადგილზეა მსოფლიოს პარლამენტებს შორის. 

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა სცადა ვითარება გამოესწორებინა, „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეეტანა და სავალდებულო კვოტირება დაეწესებინა, თუმცა კანონმდებლებმა ამ ვერსიას მხარი არ დაუჭირეს. 

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ოქრუაშვილი თავად ირაკლი ოქრუაშვილმა დაიჭირა?

ამჟამინდელი კანონით, პარტიები და ბლოკები, რომელთა სიის ყოველ ათეულში სამი ქალი მაინც იქნება წარმოდგენილი, დამატებით სახელმწიფო საბაზო დაფინანსების 30%-ს მიიღებენ. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდით დაინტერესებულ პირებს იმედი ჰქონდათ, რომ შერეული სისტემის პირობებშიც კი ეს ჩანაწერი ქალთა რიცხვს პარლამენტში მინიმუმ 38-მდე გაზრდიდა.

აღსანიშნავია, რომ ქალები საქართველოს ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. ამ მხრივ ქვეყანას ყველაზე კარგი პერიოდი თამარ მეფის დროს ჰქონდა, მერე კი უკვე 1918 წელს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს სამმა ქალბატონმა მოაწერა ხელი, ხოლო დამფუძნებელთა 130-კაციან კრებაში 5 ქალი იყო წარმოდგენილი.

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე დამფუძნებელთა კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით აირჩიეს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არალეგალურ მოძრაობაში ჩაერთო და მრავალგზის იყო გადასახლებული. 

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტის, „ქართველი ხოდორკოვსკების“, „TV პირველისა“ და 17 მილიონის შესახებ

ელეონორა ტერ-ფერსაგოვა-მახვილაძე მუშათა პარტიის წევრი იყო და მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გამო პარლამენტში არჩევამდე სამჯერ იყო დაპატიმრებული, 1926 წელს კი საერთოდაც გადაასახლეს.

ქრისტინე შარაშიძე — გარდა იმისა, რომ რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა, თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრიც გახლდათ.

ანა სოლოღაშვილი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო 1903 წლიდან. მისი ხელმოწერა ერთვის საქართველოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტს.

სამწუხაროდ, ის 37-იანი წლების რეპრესიებისას დახვრიტეს. 

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე ჭეშმარიტი გურული ქალბატონი, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე გაასახლეს საქართველოდან მუშათა მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის გამო. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
რატომ აპირებს შემოდგომიდან ბიძინა ივანიშვილი გააქტიურებას

თანამედროვე პოლიტიკოსი ქალები  

საქართველოს მთავრობამ, პარლამენტში კანონის ჩაგდების მიუხედავად, გენდერული ბალანსის მიღწევა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეძლო. მთავრობის წევრების 45 პროცენტი ქალბატონია. ანუ ბახტაძის კაბინეტში 11 მინისტრიდან 5 ქალბატონია, მათ შორის ერთი — მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერიც გახლავთ.

უკვე 7 წელია, იუსტიციის სამინისტროს წარმატებით უძღვება თეა წულუკიანი. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ სტრასბურგში შეტანილი სარჩელი მოიგო და „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე შეიცვალა, წულუკიანის პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა.

როგორც ჩანს, სწორედ მასზეა მორგებული მარგარეტ ტეტჩერის ფრაზა:

„თუ გინდათ საქმის გაკეთება, დაავალეთ ის ქალს“. 

მით უმეტეს, თუ ეს ქალი იურისტია. 

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გახდება თუ არა მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „მესამე ძალა“ და ვის გადაიბირებს ის „ოცნებიდან"

აი, მაია ცქიტიშვილი და ნათელა თურნავა კი ეკონომისტები არიან და იმედია, ორი ქალის მინისტრობა ქართულ ეკონომიკას ფრიად წაადგება, მით უმეტეს, რომ ის დღეს ნამდვილად ვერაა კარგ მდგომარეობაში.

ექიმი გახლავთ ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, კარგი გამოცდილება აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტში.

ტყუილად ქილიკობდნენ მასზე, რომ სტომატოლოგია. საკმარისია ჩავხედოთ მის ბიოგრაფიას, რომ დავრწმუნდეთ, გერმანიაში ჯანდაცვის პროექტების დაგეგმვა-განხორციელება სულაც არაა ადვილი. 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის დიდი სტაჟი აქვს. 

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ვინ ჩაიბარებს საქართველოს სასამართლო სისტემას შემოდგომაზე უვადოდ?

სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქალია — ემიგრანტების შთამომავალი, ევროპაში დაბადებული.

სასიკეთო ვითარებაა სასამართლო სისტემაში, რომელსაც „მურუსიძის სასამართლოს“ კი უწოდებენ, მაგრამ ქალთა რაოდენობა შთამბეჭდავია და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. 

ბოლო წლებში ყველაზე მეტი ქალი 2004-2008 წლების პარლამენტში იყო — 25 ქალბატონი.

მერვე მოწვევის პარლამენტში 22 ქალბატონი მოხვდა, მაგრამ ორი მათგანი — მაია ფანჯიკიძე და თეა წულუკიანი უფლებამოსილების ცნობისთანავე გადავიდნენ მთავრობაში, ხოლო თინა ხიდაშელი — ორი წლის შემდეგ. 

დღევანდელი პარლამენტის 15 პროცენტს (22 ქალბატონი) სუსტი სქესის წარმომადგენლები შეადგენენ. მათგან რამდენიმე მართლაც დიდი გავლენით გამოირჩევა. თამარ ჩუგოშვილი და ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფავორიტებად მიიჩნევიან — სხვადასხვა ფლანგზე. 

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ ცუდი სურათი ნამდვილად არაა. უბრალოდ, მთავარია, ქალბატონებს რეალური ძალაუფლება და გადაწყვეტილებების მიღების შანსები ჰქონდეთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0