კვირია და ჯვართ-ენა: ძველქართული ღმერთი და ღვთაებათა სამეტყველო ენა

CC0 / Pixabay / ეგვიპტური სიმბოლო
ეგვიპტური სიმბოლო - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
გამოწერა
ჯვართ-ენას მხოლოდ განსაკუთრებული სტატუსის ან სიწმინდის მქონე ხალხი, მაგალითად, ქადაგი, ხევისბერი, ხატის მკადრე გებულობდა და ამცნობდა ხალხს...

ანტიკურ ხანაში ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი — უფროსად მიჩნეული, უმაღლესი, ანუ მორიგე ღმერთი, მეორე — ქალღმერთი მზე ან მზექალი, მესამე — კვირია.

ამათ შემდეგ მოდიან ჯვარი და ხატი, რომელთაც საფარველი აქვთ დადებული, ანუ მათი ხილვა უბრალო კაცთათვის შეუძლებელია.

საინტერესოა, რომ მათ ენაც განსხვავებული ჰქონიათ და მას ჯვართ-ენას ეძახდნენ. მხოლოდ განსაკუთრებული სტატუსის ან სიწმინდის მქონე ხალხი, მაგალითად, ქადაგი, ხევისბერი, ხატის მკადრე გებულობდა მათ ნაუბარს და ამცნობდა ხალხს. ისინი წარმოთქვამდნენ უცნაურ წინადადებებს ან ტერმინებს, რომლებიც ყოველდღიურ ყოფაში არ გამოიყენებოდა. თითქოს ჯვარი „თავის ენაზე“ ამეტყველებდა ღვთის მსახურთ, რომლებიც უზენაესთა ნება-სურვილს გამოცანებით გადასცემდნენ სამწყსოს.

ყველა ახალი ამბავი
0