08:44 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ხავსმოდებული ლოდები და ყაყაჩოები

ამბავი მატუტა ჩესნერიასი და სხვა სულგაყიდული ქართველებისა

CC0 / Pixabay
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (305)
27730

ვანო სულორი

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ჩვენს ქვეყანას მარტო გარე მტრები კი არ ჰყოლია მრავლად ისტორიის განმავლობაში, შინაური ქვეგამხედვარებიც არ აკლდა. სწორედ ისინი აყენებდნენ ყველაზე მეტ ზიანს ქვეყანას. ამიტომაცაა, რომ მემატიანეთა ჩანაწერები სავსეა სულგაყიდული ქართველების შესახებ ისტორიებით.

ჩვენი უბედურება ისაა, რომ მატუტა ჩესნერიები ყოველთვის გვყავდა.

თუ ამ უკანასკნელის თაობაზე არა გსმენიათ, სწორედ მასზე თხრობით დავიწყებთ დღევანდელ საამბობს.

XVII საუკუნეში ქობულეთში ტყვეთა დიდი ბაზარი იყო. სწორედ იქ ჰყიდდა მატუტა ჩესნერია თურქებზე... საკუთარ დედას!

ევროპელ მისიონერებს, თეათინელ ბერებს შეუტყვიათ ეს შემზარავი ამბავი, მისულან და დაუმუნათებიათ ვაი-შვილი, ქრისტიანი ადამიანი საკუთარ დედას როგორ ჰყიდიო?!

და იცით, რა უთქვამს ჩესნერიას ამის პასუხად? დედის სიკეთისთვის ვაკეთებ ამას, თუ ვაკეთებ, ცოლი შევირთე და რძალი დედამთილს არ გაახარებს, თურქეთში კი გადარჩება და შეიძლება ბედსაც ეწიოს, იმიტომ რომ ჯერ ისევ ახალგაზრდააო...

ახლა კი ორ ამბავს გიამბობთ საქართველოს ისტორიიდან მატუტასებრებზე.

 

თემები:
იცით თუ არა, რომ... (305)

მთავარი თემები