ორთქლმავლები, ეტლები და ავტოები: უნიკალური ნივთები საკერავი მანქანებისგან

© photo: Vaja Xachiuri / FBვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბევრ თქვენგანს ალბათ აზრად არასდროს მოსვლია, რომ საკერავი მანქანა, კერვის გარდა, სხვა რამეშიც შეიძლება გამოიყენოთ. მაგრამ თბილისში ცხოვრობს კაცი, რომელმაც მას სხვა დანიშნულება მოუძებნა და საკერავი მანქანის ნაწილებით ორიგინალური ნივთების შექმნა დაიწყო

ბევრ თქვენგანს ალბათ აზრად არასდროს მოსვლია, რომ საკერავი მანქანა, კერვის გარდა, სხვა რამეშიც შეიძლება გამოიყენოთ. მაგრამ თბილისში ცხოვრობს კაცი, რომელმაც მას სხვა დანიშნულება მოუძებნა და საკერავი მანქანის ნაწილებით ორიგინალური ნივთების შექმნა დაიწყო.

ვაჟა ხაჩიური პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. მუშაობს ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში ენერგეტიკული სამსახურის უფროსად. ბავშვობაში მინიატურების კეთება იტაცებდა, მაგრამ ამ გატაცებას ბოლო დრომდე სერიოზული სახე არ ჰქონია. დაახლოებით ხუთი წლის წინ კი ხელნაკეთი ნივთების დამზადება დაიწყო, როდესაც საკერავი მანქანის სადგამი მაგიდად გადააკეთა. დაშლილი ნაწილები გადასაყრელად ვერ გაიმეტა და გადაწყვიტა ხელოვნების ნიმუშები შეექმნა.

© photo: Paulo Maurício Machado / FBვაჟა ხაჩიური
ორთქლმავლები, ეტლები და ავტოები: უნიკალური ნივთები საკერავი მანქანებისგან - Sputnik საქართველო
ვაჟა ხაჩიური

„თავიდან დავიწყე მცირე ზომის ნივთებით, როგორიცაა გლობუსი, ყვავილები... შემდეგ გამიჩნდა იდეა, დამემზადებინა შედარებით დიდი ზომის ნივთები. საკერავ მანქანას აქვს ისეთი ფორმის დეტალები, რომლებისგანაც ბევრი საინტერესო ნივთი გამოვიდოდა“, — ამბობს ბატონი ვაჟა.

ის საკერავ მანქანას ჯერ შლის, შემდეგ ნაწილებად ჭრის, აკეთებს მონახაზს და იწყებს მუშაობას. პროცესი რთულია და დამღლელი, თუმცა სასიამოვნო.

„საკერავ მანქანას აქვს ბორბლები, რომლებზეც უნდა მოერგოს იმ ნივთის კონსტრუქცია, რომელსაც ვაკეთებ. ჩემმა ნამუშევრებმა დროთა განმავლობაში სერიოზული სახე მიიღო, დღითიდღე ვართულებდი და ვხვეწდი ხელობას. აშკარად იგრძნობა, რომ ეს ნივთები საკერავი მანქანის ნაწილებით არის შექმნილი. აბსოლუტურად ყველა დეტალს ვამზადებ ხელით“, – ამბობს ოსტატი.

განსხვავებული და ორიგინალური ნივთების შესაქმნელად, ფერადი ლითონების გარდა, იყენებს ტყავს, ხავერდს, დიოდურ სანათებს. აწყობილ ნივთს ისე ღებავს, როგორც ჩვეულებრივ მანქანას.

© photo: Vaja Xachiuri / FBვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
ორთქლმავლები, ეტლები და ავტოები: უნიკალური ნივთები საკერავი მანქანებისგან - Sputnik საქართველო
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი

ბატონ ვაჟას უკვე 62 ძველებური საკერავი მანქანა აქვს დაშლილი. ზოგს ნავთლუღის ბაზარში ყიდულობს, ზოგს — მშრალ ხიდზე, ზოგსაც — ჯართში პოულობს. წლებია, ასე აგროვებს და შემდეგ ახალ დანიშნულებას სძენს.

„არის შემთხვევები, როცა რაღაც ნივთზე ერთი საკერავი მანქანა არ მყოფნის და ორს ვიყენებ, ხან სამსაც კი. ორთქლმავლის გასაკეთებლად, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი ნამუშევარია, ექვსი საკერავი მანქანა გამოვიყენე“, — ამბობს ვაჟა ხაჩიური.

ორთქლმავალი, რომელზეც ბატონი ვაჟა საუბრობს, სიგრძით 95 სანტიმეტრია, დანარჩენი ნაკეთობები — 35-40-50 სანტიმეტრი. ყოველი მათგანი ძალიან მძიმეა, რადგან ძველებური საკერავი მანქანები თუჯისგანაა დამზადებული.

„თუჯთან მუშაობა ცოტა რთულია. ნივთის გაჭრა ადვილია, მაგრამ შედუღება — საკმაოდ რთული“, — ამბობს ბატონი ვაჟა.

© photo: Vaja Xachiuri / FBვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
1/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
© photo: Vaja Xachiuri / FBვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
2/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
© photo: Vaja Xachiuri / FBვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
3/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
© photo: Vaja Xachiuri / FBვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
4/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
© photo: Vaja Xachiuri / FBვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
5/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
© photo: Vaja Xachiuri / FBვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
6/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
© photo: Vaja Xachiuri / FBვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
7/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
© photo: Vaja Xachiuri / FBვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
8/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
© photo: Vaja Xachiuri / FBვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
9/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
1/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
2/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
3/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
4/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
5/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
6/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
7/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
8/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი
9/9
ვაჯა ხაჩიურის ნამუშევარი

მის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ორთქლმავალი აზერბაიჯანის რკინიგზის მინისტრის კაბინეტში ინახება, ერთი კი თურქეთში წაიღეს და საჩუქრად გადასცეს რკინიგზის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრს.

„საჩუქრად უნდოდათ და მთხოვეს გამეკეთებინა. არადა, მანამდე ორთქლმავალთან შეხება არასდროს მქონია. ერთ თვეში ვისწავლე, სად რა უნდა დამეყენებინა, რა პარამეტრები უნდა გამეთვალისწინებინა, რამდენი ბორბალი იყო საჭირო და ა.შ. ორთქლმავალში ჩავდგი ქვაბი, მანომეტრები, ტელეფონი, სკამები და სხვ. ნამდვილს ჰგავდა. პირველი ორთქლმავალი აზერბაიჯანში რკინიგზის მინისტრს წაუღეს საჩუქრად, მეორე — თურქეთის რკინიგზის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრს“.

როგორც ბატონმა ვაჟამ განაცხადა, დღემდე 12 ნამუშევარი აქვს შესრულებული. ახლო მომავალში სერიოზულ გამოფენას გეგმავს და გულშემატკივრებს დიდ სიურპრიზს უმზადებს.

ყველა ახალი ამბავი
0