ულამაზესი წყვილი, რომელზეც დღეს გიამბობთ, ბათუმიდანაა. ისინი სულ ახლახან რუსული მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ და ერთ–ერთმა პოპულარულმა გამოცემამ ყველაზე ლამაზ წყვილად აღიარა.
მარიამ შუკაკიძე დიზაინერია, დათო ბოლქვაძე — მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.
როგორ აღნიშნავს წყვილი სიყვარულის დღეს და რა არის მათთვის ცხოვრებაში მთავარი, ამის შესახებ მარიამი გვესაუბრა.