„ოლაფინიას“ სათამაშოები, რომლებიც საქართველოს კუთხეებს გაცნობენ

© photo: courtesy of Giorgi Mikeladzeსოფი და ნუცი მალაშხიები
სოფი და ნუცი მალაშხიები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუცი  და სოფი მალაშხიებმა ახალი ქართული DIY სათამაშო შექმნეს – ბავშვს საკუთარი ხელით შეუძლია შექმნას საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი თოჯინა და შეაგროვოს კოლექცია.

ნინი რაზმაძე  

– რას ნიშნავს „ოლაფინია“?

ნუცი: სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, რადგან ახალი პროდუქციისთვის სახელი მთავარი წარმდგენია. ვატარებდით გამოკითხვებს. გვსურდა ისეთი სახელი შეგვერჩია,  რომელსაც გადათარგმნა არ დასჭირდებოდა და ყველა ენაზე ერთი და იგივე ჟღერადობა ექნებოდა. ამასთან, გვსურდა  ყოფილიყო ქართული,  რადგან ჩვენი პროდუქტი ქართული თემატიკისაა. ბევრს აინტერესებს თუ რას ნიშნავს „ოლაფინია“, ეს სახელი განსაკუთრებით მეგრელებს მოსწონთ –  მეგრულად „ოლაფინია“ სათამაშოს ნიშნავს.  ჩვენი არჩევანით კმაყოფილი ვართ და  ვფიქრობ,  რომ  სახელმა ძალიან გაამართლა. 

© photo: courtesy of Olafiniaოლაფინიას სათამაშოები
„ოლაფინიას“ სათამაშოები, რომლებიც  საქართველოს კუთხეებს გაცნობენ - Sputnik საქართველო
ოლაფინიას სათამაშოები

– როგორ დაიბადა იდეა შეგექმნათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სათამაშოები?

სოფი: იდეა  ბავშვებთან ერთად თამაშის შედეგად დაგვებადა. შემდეგ ვიფიქრეთ,  რომ ყოფილიყო რაღაც ახალი, ქართული და თან შემეცნებითი. ჩვენს მიერ შექმნილი პირველი სათამაშო იყო კახელი პერსონაჟი. მისი შექმნისას არაერთ დიზაინერთან ვიმუშავეთ,  ვიძებდით ისეთს, რომელთან ერთადაც გავაგრძელებდით მუშაობას. საბოლოო სახის მიღებამდე არაერთი კახელი გოგოს სათამაშო გავაკეთეთ.  უამრავ დეტალზე მაკა ზედელაშვილთან ერთად ვიმუშავეთ – ვცდილობთ თოჯინები  სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელთა გარეგნობასთან მაქსიმალურად მიმსგავსებული და ამავდროულად,   ბავშვური და საყვარელი იყოს. თამაშის დროს ბავშვი ყველაზე კარგად იღებს და იმახსოვრებს ინფორმაციას. ვფიქრობთ, რომ საკუთარი ხელით შექმნილი სათამაშო ყოველთვის გამორჩეულად საყვარელია. დასამახსოვრებელია ის დეტალები, რომლისგანაც იგია დამზადებული – ყველა ქართული ტრადიციული სამოსიდან არის აღებული.

– როგორ ურჩევთ თოჯინებს ნაციონალურ  სამოსს?

ნუცი: ყველას  ჰგონია,  რომ ქართული ტანისამოსი  მუქ ფერებშია, სინამდვილეში კი იმდენი ლამაზი ფერია...  ყველაზე დასამახსოვრებელი იყო სვანური და ხევსურული ტანსაცმელი.  სვანური კოსტიუმის სარჩული ისეთივე ჭრელია, როგორიც ჩვენს სათამაშოზეა გამოყენებული, ზუსტად იქიდან არის აღებული – პატარა წითელი ვარსკვლავებითა და ცისფერი ყვავილებით. ვეცადეთ ტანსაცმელი გაგვეთანამედროვებინა და მოგვერგო დღევანდელობისთვის.

სოფი: ტანისამოსის შერჩევისას  ბევრი ინფორმაცია არ გვქონია. რამდენიმე წიგნის და მუზეუმის საშუალებით ვქმნიდით კოსტიუმებს. გავიარეთ კონსულტაცია ბავშთა ფსიქოლოგთან და მისი რჩევის გათვალისწინებით ავარჩიეთ რეალური ფერები და სამოსი. 

© photo: courtesy of Olafiniaოლაფინიას სათამაშოები
„ოლაფინიას“ სათამაშოები, რომლებიც  საქართველოს კუთხეებს გაცნობენ - Sputnik საქართველო
ოლაფინიას სათამაშოები

– რითია გამორჩეული თქვენი სათამაშო?

ნუცი: რამდენადაც ვიცი ქართული DIY სათამაშო, რომელსაცა ბავშვი თავისი ხელით კერავს და ქმნის, ბაზარზე არ არსებობს.  თან ჩვენი სათმაშო შემეცნებითია, საქართველოს კუთხეების შესახებ გაწვდის ინფორმაციას. ბავშვი ინფორმაციას ყველაზე კარგად თამაშის დროს იღებს, როდესაც ის სათამაშოს ქმნის, შესაბამისად იღებს ინფორმაციას კონკრეტული რეგიონის შესახებ.  

– საზოგადოების მხრიდან როგორი შეფასებები მოჰყვა თქვენს წამოწყებას?

ნუცი: საზოგადოებამ საკმაოდ კარგად მიიღო ჩვენი წამოწყება.  უცნობი ადამინები გვირეკავენ და მადლობას გვიხდიან ამ საქმის წამოწყებისთვის.

– რომელია თქვენი გამორჩეული თოჯინა?

სოფი: ჩემთვის არის კახელი გოგონა, რაღაც განსაკუთრებულად მიყვარს, პირველია და ბევრი ვიწვალეთ მის შექმნაზე. ალბათ, ამიტომ მაქვს მისდამი ასეთი დამოკიდებულება.

ნუცი: მე სვანი მიყვარს ძალიან, მომწონს ეგ გოგო როგორც გამოვიდა.  თუმცა,  ყველა ძალიან გვიყვარს და რთულია რომელიმე მათგანის გამორჩევა, რადგან ჩვენი შექმნილებია. 

© photo: courtesy of Olafiniaოლაფინიას სათამაშოები
„ოლაფინიას“ სათამაშოები, რომლებიც  საქართველოს კუთხეებს გაცნობენ - Sputnik საქართველო
ოლაფინიას სათამაშოები

– თოჯინებზე მუშაობისას  კუთხეებს რის მიხედვით არჩევთ?

ნუცი:  კუთხეების არჩევა ძირითადად გვარების მიხედვით ხდება. ხშირია იმერული და კახური გვარები თბილიში. ასევე მნიშვნელოვანია კოსტიუმებიც. მთიან რეგიონებს  განსაკუთრებული კოსტიუმები აქვთ, გრძელი, ჭრელი,  ფერთა საოცარი გამით...

– ტურისტებისთვისაც საინტერესო იქნება საქართველოს თემატიკაზე შექმნილი სათამაშოები..

სოფი: ძალიან  გვინდა მაგ მიმართულებითაც დავიწყოთ მუშობა.  ვაპირებთ ჩვენი სათამაშო ისეთ ადგილებში განვათავსოთ, სადაც  ტურისტები გვხვდებიან. რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, პირველი, ალბათ, ჩვენი სათამაშოებით სამეგრელოს გავახარებთ.

– რამდენი წლის ბავშვებზეა გათვლილი თქვენი სათმაშო?

სოფი: ხუთი წლის ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია სათამაშო შეკეროს. ნემსი აბსოლუტურად უსაფრთხოა. მგონია,  რომ მშობლის დახმარებით სათამაშოს შექმნას  უფრო პატარა ასაკის ბავშვებიც შეძლებენ.  

ნუცი: ნაჭერზე არის გაკეთბულ პრინტი, რომელიც არის ბავშვისთვის უსაფრთხო, ბამბა ნემსი და ძაფი. ნემსი არის ბლაგვი თავით და პლასტმასის. ბევრს დეტალების შეცვლის თხოვნით მოუმართავთ ჩვენთვის,  თუმცა,  ჩვენ პერსონაჟებს არ ვცვლით. 

© photo: courtesy of Olafiniaოლაფინიას სათამაშოები
„ოლაფინიას“ სათამაშოები, რომლებიც  საქართველოს კუთხეებს გაცნობენ - Sputnik საქართველო
ოლაფინიას სათამაშოები

– ამ ეტაპზე რამდენი კუთის წარმოამდგენელი გყავთ?

სოფი: ამ დროისთვის   ოთხი კუთხით ვართ წარმოდგენილი  და გაკეთბული გვაქვს  ათი სხვადასხვა პერსონაჟი.  სხვადასხვა კუთხეების შექმნის ერთ–ერთი საფუძველი არის ის, რომ გვინდა ბავშვმა საქართველოს ყველა კუთხის თოჯინა თავად შექმნას და კოლექცია შეაგროვოს.

– სახელებს როგორ არჩევთ თოჯინებისთვის?

ნუცი:  სახელებს ვარჩევთ იმის მიხედვით,  კონკრეტულ რეგიონში რომელი სახელია უფრო გავრცელებული.  გვყავს გიორგი, საქართველოში ხომ ძლიან ბევრს ჰქვია გიორგი და ჩვენც გვინდოდა ერთი გვყოლოდა. გვყავს ტყუპი დები, რომლებსაც ჩვენი სახელები დავარქვით სოფო და ნუცა. თოჯინაზე როცა მუშაობ, მაშინ უკვე იცი რას დაარქმევ. თუმცა, ზოგს უნდა,  რომ თავისი სახელი ეწეროს სათმაშოს.

ყველა ახალი ამბავი
0