ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: IQB escape-room თქვენ თამაშში ხართ!

© Sputnik / Denis Aslanovკვესტი ბინა 33
კვესტი ბინა 33 - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ რეპორტიორმა ერთი დღით პროფესია შეიცვალა და IQB escape-room-ის თამაშის ოპერატორობა ითავა.

იმიტომ კი აღარ ვთამაშობთ, რომ გავიზარდეთ, იმიტომ გავიზარდეთ, რომ აღარ ვთამაშობთ.

ჩემთვის, როგორც ჩანს, ის ასაკი ჯერ არ დამდგარა, როცა თამაში მეორეხარისხოვანი ხდება, რადგან პროფესია ისევ შევიცვალე და მინდა მოგიყვეთ ყოფილი Gamer-ი როგორ გავხდი ერთ-ერთი თამაშის ოპერატორი თბილისში.

© Sputnik / Denis Aslanovჟურნალისტი შოთა ნოზაძე - თამაშის ოპერატორი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: IQB escape-room თქვენ თამაშში ხართ! - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი შოთა ნოზაძე - თამაშის ოპერატორი

ოპერატორის როლს სანამ მოვირგებდი, მეტი გამოცდილებისთვის თავსატეხში თავად მივიღე მონაწილეობა, თავადვე გამოვცადე ის შეგრძნებები, რომლებიც მონაწილეებს თამაშის დროს ეუფლებათ და საკუთარი ლოგიკის იმედად ლაბირინთში მოგზაურობენ.

Start

დაივიწყეთ რაც ოდესმე გისწავლიათ, გავითვალოთ და ვითამაშოთ თამაში, რომელიც თუ ადრე 3D-ში გიზიდავდათ, ახლა უკვე ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ რეალობაში, ბინა ნომერ 33-ში შეგიძლიათ ითამაშოთ. მაგრამ ფრთხილად! IQB escape-room — ეს არის მისტიკური, სიბნელით მოცული ზღაპარი, რომელიც დაგაკავშირებთ ბავშვობისდროინდელ შიშებთან და დაგაბრუნებთ 70-იან წლებში, როდესაც თქვენ მუშაობდით საბჭოთა დროის მილიციაში ან სასამართლო ექსპერტიზის სამმართველოში.

© Sputnik / Denis Aslanovკვესტის მონაწილეები ბინა 33-ში
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: IQB escape-room თქვენ თამაშში ხართ! - Sputnik საქართველო
კვესტის მონაწილეები ბინა 33-ში

თქვენ თამაშში ხართ ყოველგვარი ზებუნებრივი ხელთათმანებისა და იარაღების გარეშე. თქვენი იარაღი მხოლოდ ლოგიკაა. ეს თქვენი GAME PLAY-ა. ფიქრობთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ? უკვე გითხარით, რომ თქვენ თამაშში ხართ, სადაც სცენარი უკვე გაწერილია, თქვენი ბედი კი – დაწერილი. ის პერსონაჟი ხართ, რომელსაც თამაშით მართავენ, თქვენ კი ეს ჯერ არ იცით.

ყველაფერი ერთმანეთს ემატება… ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა… მთავრდება თქვენი საახალწლო შვებულებაც და პირველივე სამუშაო დღეს არც ისე კეთილი ჩინოვნიკი გაგზავნით ახალ დავალებაზე — ბინა ნომერი 33-ის დასათვალიერებლად, სადაც ცხოვრობს თავდაცვის სექტორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფესორი ცეზარ პოპოვი.

© Sputnik / Denis Aslanovბინა 33
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: IQB escape-room თქვენ თამაშში ხართ! - Sputnik საქართველო
ბინა 33

Pause

Puzzle-ის ოპერატორის პროფესია თამაშზე რთული არ აღმოჩნდა. როდესაც მონაწილეებს ოთახში შესვლამდე თამაშის არსზე ვუყვებოდი, რეკომენდაციებს, მითითებებს ვაძლევდი და ხალათებს ირგებდნენ, მათი სახეები ნელ-ნელა იცვლებოდა, უფრო და უფრო დაბნეული ხდებოდა. ეს ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს. პირველ ცდაზე ოპერატორსაც მსგავსი ემოცია აქვს.

© Sputnik / Denis Aslanovბინა 33
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: IQB escape-room თქვენ თამაშში ხართ! - Sputnik საქართველო
ბინა 33

თავსატეხის ოპერატორის მოვალეობაა, როცა მოთამაშეები ჩიხში აღმოჩნდებიან, მაშინაც კი არ მისცეს მათ შესვენების უფლება — დროის დაკარგვის უფლება. (საიდუმლოდ გეტყვით) ბინა ნომერი 33-ის თითოეულ ოთახში სათვალთვალო კამერები და მიკროფონებია დამონტაჟებული, რითიც ოპერატორი სარგებლობს და მონიტორებზე თვალყურს გადევნებთ. თამაშის პროცესში შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარება. დახმარების მისაღებად უნდა ანიშნოთ ოპერატორს და წარმოთქვათ სიტყვა „დახმარება“. ოპერატორიც ამიტომ არის — თამაშის მსვლელობას უწევს ორგანიზებას. ყველაფერი, რაც თამაშის წარმატებით დასრულებისთვის არის საჭირო, ლოკაციაზე იმყოფება, მათ მხოლოდ პოვნა უნდა. მავთულებში ნამდვილი დენია, მილებში კი — წყალი. არ ღირს კოდების ან კომბინაციების გამოცნობა შერჩევის მეთოდით. არასაჭირო ქმედებისას ოპერატორის „საბჭოურ" ხმას მალევე გაიგონებთ.

© Sputnik / Denis Aslanovთამაშის მონაწილეები ბინა 33-ში
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: IQB escape-room თქვენ თამაშში ხართ! - Sputnik საქართველო
თამაშის მონაწილეები ბინა 33-ში

თამაშის მსვლელობისას, როდესაც მოთამაშეებს დახმარება სჭირდებოდათ და პასუხი ბნელ ოთახში, სურათებზე თუ ყუთებში უნდა ეძებნათ, პირდაპირ პასუხებს ასეთი მინიშნებები ვამჯობინე: „წარმოიდგინეთ, სურათების გამოფენაზე ხართ“, „თვალები დამეღალა და შუქი ჩააქრეთ“, „ზოგი რამ ჩვენ წინ გვაქვს და ვერ ვამჩნევთ“ და ა.შ.

ეს ოპერატორის უფლებაა, თამაში ისე წაიყვანოს, როგორც უფრო საინტერესოდ და სახალისოდ მიაჩნია. ექვსი მონაწილიდან ჩემ კომენტარებზე ზოგი იბნეოდა, ზოგისთვის კი თამაშის გაგრძელების მეტი სტიმული იყო. რახან თავსატეხი სამენოვანია და მოთამაშეებს არჩევის შესაძლებლობა აქვთ (როგორც ყველა თამაშში), რეკომენდებულია ოპერატორი ფლობდეს ინგლისურს, რუსულს და, თავისთავად, ქართულს. ოპერატორი Puzzle-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და მონაწილეები ოპერატორის კეთილგანწყობას მაშინ მიხვდნენ, როდესაც ტკბილეულით დავასაჩუქრე.

© Sputnik / Denis Aslanovბინა 33
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: IQB escape-room თქვენ თამაშში ხართ! - Sputnik საქართველო
ბინა 33

Continue

როგორც პროფესორის მეზობლების სატელეფონო ზარის შემდეგ ვიგებთ, ჯერ კიდევ საახალწლო დღესასწაულამდე პროფესორი ბინაში შევიდა და უგზოუკლოდ დაიკარგა. თავად მეზობლებს კი ეშინიათ მის ბინაში შესვლის, რადგან ის, ცოტა არ იყოს, უცნაური ადამიანი იყო.

როცა ეს ყველაფერი დაიწყება, თქვენ მარტო არ უნდა იყოთ და თუ თქვენ შეკრებთ ჯგუფს და მზად ხართ ხაფანგში შესასვლელად, ამხანაგებო, როგორც ოპერატორმა, ორი რჩევა შემიძლია მოგცეთ: 1. პასუხები წვრილმანებშია და 2. არასოდეს დაივიწყოთ პირველი რჩევა.

თამაში არ მოითხოვს ფიზიკური ძალის გამოყენებას, ყოველი დავალება გათვლილია ყურადღებაზე და ლოგიკურ მსჯელობაზე.

იპოვეთ უცნაური მეცნიერის მიერ დაწერილი წერილები, იქნებ გაგიმართლოთ და გაარკვიოთ, თუ რა მოუვიდა ცეზარ პოპოვს და მოძებნოთ შემოსასვლელი კარის სათადარიგო გასაღები. ეს საშუალებას მოგცემთ გამოხვიდეთ ბინიდან და დაასრულოთ თქვენი მისია ან, უბრალოდ, GAME OVER… პირველი მინიშნება უკვე გაქვთ. თავსატეხს კი მაშინ მორჩებით, როცა თამაშის შემქმნელები მოისურვებენ…

© Sputnik / Denis Aslanovბინა 33
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: IQB escape-room თქვენ თამაშში ხართ! - Sputnik საქართველო
ბინა 33

P.s. თუ თქვენი გუნდის წევრების რაოდენობა 20 კაცს აჭარბებს, თქვენი თამაში ბინა 33-ის ფარგლებს დატოვებს და შეგიძლიათ საქართველოში ნებისმიერ სხვა „სათამაშო მოედანზე“ გადაინაცვლოთ. ეს უკვე სხვა თამაში იქნება, თქვენ მოთხოვნებსა და სურვილებზე მორგებული — კვესტი თიმბილდინგისა და კორპორატიული თიმბილდინგის ელემენტებით. თამაშის მესვეურებს შეუძლიათ „ინტელექტუალური დასვენების“ ნებისმიერი ფორმა შემოგთავაზონ. ასე რომ, ცდად ღირს!

 

ყველა ახალი ამბავი
0