გაერთეთ, ითამაშეთ, მაგრამ გახსოვდეთ -ზედმეტი ყველაფერი მავნებელი ან სასაცილოა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliფლეშმობი
ფლეშმობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალენდარში თუ გართობისა და თამაშის საერთაშორისო დღე არსებობდა, აბა როგორ ვიფიქრებდი, მაგრამ, თურმე, 11 მაისი სწორედ ამისთვის არსებულა. ნამდვილად არ მეგულება ადამიანი (ნორმალური), ვისაც გართობა და თამაში არ უყვარს; თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბევრს ეს თავისებურად ესმის და სხვათა საზიანოდ ერთობა.

ასეთებს რა გამოლევსო, მეტყვით და მართალიც იქნებით, მაგრამ, როცა ამას უმაღლესი რანგისა და ჩინის ადამიანები სჩადიან, ხშირად სავალალო შედეგებს ვიღებთ. ახლა რამდენიმე მათგანზე მოგახსენებთ.

რომაელი იმპერატორი კალიგულა, სავარაუდოდ, ყველას სმენია. მის სექსუალურ გადახრებზე საუბარს თავი დავანებოთ და ნახეთ, რითი ერთობოდა ეს პატივცემული გვამი. კალიგულას ისე უყვარდა თავისი ცხენი, რომ რომის მოქალაქედ გამოაცხადა და სენატშიც აირჩია(!!!). ამასაც არ დასჯერდა და 3 კილომეტრის სიგრძის ხიდის აშენება ბრძანა, რათა ცხენს თავისუფლად ენავარდა, მერე მისთვის სასახლის აშენებას რომ აპირებდა, ამ „გულქვა“ რომაელებმა მოკლეს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
8 წამში ჩატეული ოქროს მედალი, ანუ საოცრებები ვლადიმერ ხინჩეგაშვილის შესრულებით

კალიგულას სიგიჟეებამდე სულ ცოტა დააკლდა პრუსიის მეფე ფრიდრიჰ ვილჰელმ პირველს. ამ  ომობანას თამაშზე შეშლილმა  მონარქმა გადაწყვიტა, სპეციალური რაზმი შეექმნა, რომელსაც „პოტსდამელი გიგანტები“ უწოდა და სადაც მთელი ევროპის მასშტაბით მოაგროვა გრძელ-გრძელი ბიჭები. ამას არ დასჯერდა და სელექცია წამოიწყო — არჩევდა მაღალ გოგო-ბიჭებს და ძალით აქორწინებდა ერთმანეთზე. ისე, მის „პოტსდამელ გიგანტებს“ არც ერთ ბრძოლაში არ მიუღიათ მონაწილეობა, რადგან ძალიან იოლ სამიზნეს წარმოადგენდნენ. სხვათა შორის, თავად მეფე ტანად პატარა იყო — 160 სმ.

ივენე მრისხანესაც ჰქონია გართობის  საკუთარი კრიტერიუმები. დამნაშავეთა დასჯის არსებული მეთოდები რომ მობეზრდა, გადაწყვიტა, ეს პროცესი ცოტა „სახალისო“ გაეხადა. პერველად ეს საკუთარ ტყავზე გამოსცადა უბედურმა ბოიარმა გოლოხვოსტოვმა, რომელიც დენთით სავსე კასრზე მიაბეს და ზარბაზნით გაისროლეს…  ასე უფრო ჩქარა მოხვდება სამოთხეშიო — უხუმრია მეფეს.

ქალი ვიცი კუხნაში - Sputnik საქართველო
სად არის ქალი ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი?

დასჯის მეთოდების გამოგონებაში ივანე მრისხანეს დიდად არც იმპერატრიცა ანა იოანოვნა ჩამორჩებოდა. ყველა, ვინც მის რისხვას იმსახურებდა, მასხარა ხდებოდა, მიუხედავად რანგისა და ჩინისა.

დიდმა ბოიარმა  მიხაილ გოლიცინმა, ქორწინებისას, მეუღლის ხათრით კათოლიკობა მიიღო. ამან ისე აღაშფოთა მონარქი, რომ მასხარას ტანსაცმლის ჩაცმა არ აკმარა გოლიცინს, ახლადმოყვანილი ცოლი გააშვებინა,  შეუხედავ ყალმუხ ავდოტია ბუჟენინოვაზე ჯვარი დასწერა და სპეციალურად ამ დღისთვის აგებულ ყინულის სასახლეში შიშვლებს გაატარებინა ქორწინების პირველი ღამე. მერე რა, რომ იმ ღამეს პეტერბურგში 30 გრადუსი იყო, მთავარია, რომ იმპერატრიცა გაერთო და თავისი სურვილი აისრულა, რასაც საცოდავ გოლიცინზე ნამდვილად ვერ ვიტყვით — უბედური ძლივს მოასულიერეს. საინტერესოა, რომ მის ყალმუხ მეუღლეს დიდად არ გასჭირვებია იმ ღამის გადატანა და თანამეცხედრეც მას გადაურჩენია. იმ დღიდან ბოიარი მიხაილ გოლიცინი ავდოტია ბუჟენინოვას დიდ პატივს სცემდა და  სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი გახლდათ. ასეა, ზოგი ჭირი მარგებელიაო, უთქვამთ.

გილოცავთ გართობის და თამაშის საერთაშორისო დღეს, ისიამოვნეთ, იმხიარულეთ, მაგრამ ძალიანაც ნუ შეტოპავთ. გახსოვდეთ, რომ ჩვენ დემოკრატიისა და თავისუფლების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ერთის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც მეორის იწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0