სიტყვებით ხატვა

© FB/Beka Beridzeბექა ბერიძის ნამუშევრები
ბექა ბერიძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
30 წლის ბექა ბერიძე გრაფიკოს-დიზაინიერია. „ყავა“, „სიყვარული“, „ლუდი“, „აცივდა“ – მან შეძლო თითქოსდა ჩვეულებრივი სიტყვებისთვის სხვა ფორმა და შინაარსი მიენიჭებინა. რამდენად რთულია ქართულ ანბანზე მუშაობა და როგორია სიტყვებით ხატვა, ამას ბექა თავად გვიამბობს.

ნინი რაზმაძე

– როდის დაინტერესდი გრაფიკული დიზაინით?

— მედია-ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ციფრული მოდელირება მაქვს დამთავრებული. ყოველთვის მომწოდა ეს სფერო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ განხრით წასვლა. ამჟამად აკადემიაში ვმუშაობ და პირადი შეკვეთებიც მაქვს.

– რა იყო სიტყვებამდე?

— სეროზული არაფერი. უბრალოდ ქართული კინოფილმებიდან ვიღებდი კადრებს და სეფლებს ვაკეთებდი. ეს ჩემთვის არასერიოზული პროექტი იყო. 

© FB/Beka Beridzeბექა ბერიძე: ქართული კინოფილმებიდან ვიღებდი კადრებს და სეფლებს ვაკეთებდი
ბექა ბერიძე: ქართული კინოფილმებიდან ვიღებდი კადრებს და სეფლებს ვაკეთებდი - Sputnik საქართველო
ბექა ბერიძე: ქართული კინოფილმებიდან ვიღებდი კადრებს და სეფლებს ვაკეთებდი

– როგორ მოგივიდა იდეა – „შეგექმნა“ სიტყვები?

— თავიდან უცხოური ნამუშევრები ვნახე. კორეელი დიზაინერია ჯილიი, ამ სფეროში ყველაზე კარგი ნამუშევრები სწორედ მას აქვს. ძალიან მომწონდა და თავიდან გასართობად ვცადე რაღაცის გაკეთება, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი — რატომ არ შეიძლება მსგავსი ნამუშევრების გაკეთება ქართულად? თანდათან დავიწყე მუშაობა, როცა გამომივიდა, გავაგრძელე და პროექტის სახით დავდე. მიყვარს ქართულ თემატიკაზე მუშაობა, უცხოური ნამუშევრები ისედაც ბევრია… ქართული ნამუშევრები გვაკლია და მსურს, რომ ქართულადაც იყოს ის, რაც კეთდება გრაფიკულ დიზაინში.

– საქართველოში აქვთ მსგავსი ნამუშევრები?

— როცა გავაკეთე, შემდეგ ვნახე რამდენიმე. აღმოჩნდა, რომ სხვებიც აკეთებდნენ, ზოგიერთმა ჩემ შემდეგ დაიწყო მუშობა.

– მუშაობის პროცესი როგორია?

— თავიდან ფურცელი, კალამი და იდეაა საჭირო. ბევრ კონტურს ვხაზავ, ვაკეთებ სხვადასხვა ვარიანტებს და ბოლოს ერთ საუკეთესოზე ვაკეთებ არჩევანს. ციფრული რომ იყოს, საბოლოო ვერსია კომპიუტერში გადამაქვს. 

© FB/Beka Beridzeბექა ბერიძე: თავიდან ფურცელი, კალამი და იდეაა საჭირო.
ბექა ბერიძე: თავიდან ფურცელი, კალამი და იდეაა საჭირო. - Sputnik საქართველო
ბექა ბერიძე: თავიდან ფურცელი, კალამი და იდეაა საჭირო.

– სიტყვებს რის მიხედვით არჩევ?

— ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე იმ სიტყვებს ვირჩევ, რასაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ. ბოლოს გავაკეთე სიტყვა „აცივდა“.

– პირველი სიტყვა?

— მგონი „ყავა“ იყო. მიყვარს ყავა და…

– რთული არ იყო ქართული ასოების მორგება შენი ნამუშევრებისთვის?

— თავიდან ვიფიქრე, რომ საკმაოდ რთული იქნებოდა. თუმცა მივხვდი, რომ დიდ სირთულეს არ წარმოდგენდა ქართულ ანბანზე მუშაობა. ქართულზეც მშევნივრად გამოდის.

– რომელ სიტყვას გამოარჩევდი?

— ხალხს მოეწონა „ყავა“, „სიყვარული“, „თავისუფლება“. კიდევ იყო ორსიტყვიანი წინადადება — „ზღვა ღელავს“. ესენი იყო საკმაოდ პოპულარული. არ ველოდი ამ დონის გამოხმაურებას, რაღაც დონის გამოხმაურება რომ იქნებოდა, ვიცოდი, მაგრამ ასეთს არ ველოდი.  

© FB/Beka Beridzeბექა ბერიძე: ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე იმ სიტყვებს ვირჩევ, რასაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ.
ბექა ბერიძე: ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე იმ სიტყვებს ვირჩევ, რასაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ. - Sputnik საქართველო
ბექა ბერიძე: ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე იმ სიტყვებს ვირჩევ, რასაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ.

– რა დრო სჭირდება კონკრეტულ სიტყვაზე მუშაობას?

— ინდივიდუალურია ყველა სიტყვა, მაგრამ დიდ დროს არც ერთი არ გართმევს. მთავარია მუშაობის პროცესში რამეს ჩავეჭიდო. თვითონ სიტყვებიც ხელს მიწყობენ, რაღაცის დახატვა როცა მინდა, ასოები კარგად ემთხვევა და საინტერესო გამოდის. ზოგი სიტყვა გამიჭირდა, თავიდან სხვა ვარიანტი მქონია და ბევრი ფიქრის შემდეგ მიმიგნია უკეთესი ვარიანტისთვის. სანამ საბოლოო ვარიანტი არ მექნება და თავად არ მომეწონება, მანამდე არ ვაქვეყნებ.

– სხვა ენებზე გიმუშავია?

— ასეთ პროექტზე არასდროს. ზოგადად, ლოგოებსა და პოსტერებზე ვმუშაობ. 

– შემოთავაზებები არ გქონია?

— კი, შეკვეთები მაქვს და ვმუშაობ. 

© FB/Beka Beridzeბექა ბერიძის ნამუშევარი
ბექა ბერიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბექა ბერიძის ნამუშევარი

– სხვა სიტყვების დამატებას აპირებ?

— მაქვს რაღაც სიტყვები და როდესაც საბოლოო ვერსია მექნება, იმათაც გამოვაქყვენებ.

– სამომავლო გეგმები…

— ქალაქ ბათუმში პროექტ Streetart.ge-ს ფარგლებში დაიდგა არტ-ბოქსები, რაც დამწყები ხელოვანების პოპულარიზაციას ემსახურება და მათი ნამუშევრების გამოფენებს უსასყიდლოდ აწყობენ. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი სიტყვების გამოფენა სურთ. სიტყვებს დაპრინტავენ და გამოფენენ ქალაქში არსებულ რამდენიმე ლოკაციაზე. რაც შეეხება გეგმებს, მომავალში ძალიან მინდა გრაფიკული დიზაინის განხრით გავიღრმავო ცოდნა. 

ყველა ახალი ამბავი
0