ფაინა რანევსკაიას თბილისური სიყვარული

© photo: Sputnik / Yuri Somovთეატრისა და კინოს საბჭოთა მსახიობო, სსრკ-ს სახალხო არტისტი ფაინა რანევსკაია
თეატრისა და კინოს საბჭოთა მსახიობო, სსრკ-ს სახალხო არტისტი ფაინა რანევსკაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საოცარი სიყვარულის ისტორია ტრაგიკული დასასრულით ... მწერალი იგორ ობოლენსკი მსახიობ ფაინა რანევსკაიას და მარშალ ფიოდორ ტოლბუხინის თბილისურ რომანზე გვიამბობს.

იგორ ობოლენსკი

ასე გულიანად კისკისი თბილისის ქუჩებში მხოლოდ ერთ ადამიანს — ფაინა რანევსკაიას შეეძლო.

მეორე მსოფლიო ომი იყო და მხიარულების მიზეზის პოვნა არც ისე ადვილი იყო. მაგრამ რანევსკაია რის რანევსკაია იყო სასოწარკვეთილებას რომ მისცემოდა, იმ ძალიან რთულ პერიოდშიც კი…

ერთხელ ფაინა  ქუჩაში გულისამაჩუყებელი სცენის მოწმე გახდა: ახალგაზრდა კაცმა, ქუდი მოიხადა მისი მეგობრების პატარა ქალიშვილის წინაშე, რომელიც სკოლიდან მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა. „ო… ასეთი რამ მხოლოდ თბილისში ხდება“, — თქვა აღტაცებულმა მსახიობმა. 

საქართველოს დედაქალაქში რანევსკაია სამუშაოდ ჩამოვიდა — ადგილობრივ კინოსტუდიაში ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით „ქორწილს“ იღებდნენ. 

რანევსკაიას ძალიან უყვარდა რუსთაველის გამზირზე სეირნობა მსახიობ ოსიპ აბდულოვთან, რომელიც ფილმში ბერძენის როლს თამაშობდა და რომლის ნათქვამი „"в Греции все есть", შემდეგში ფრთიან ფრაზად იქცა. 

მოგვიანებით ფაინა რანევსკაია იხსენებდა: „ჩვეულებრივ ჩვენ ჩემს ნომერში ვვახშმობდით. ოსიპ ნაუმის ძის წასვლის შემდეგ, ვიხსენებდი მის მონათხრობს და მარტო ვხარხარებდი შიუღამემდე როგორც ჭოტი. სასტუმროს მორიგე და დამლაგებელი გაოგნებულები იყვნენ.  ოსიპ ნაუმის ძე ხუმრობდა, რომ ჩვენი ღამის საუბრების გამო იგი „კომპრომიტირებული“ იყო და თითქოს გაიგონა კიდეც როგორ  დასცინოდნენ მას, რომ ასეთი ხნიერი ცოლი ჰყავდა!“

გავა დრო და მთელი ქვეყანა ახარხარდება, მას მერე რაც ბოლოს და ბოლოს ისიდორ ანენსკის ფილმი ეკრანებზე გამოვა.

© ი. ობოლენსკის არქივიკადრი ფილმიდან "ქორწილი"
კადრი ფილმიდან ქორწილი - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ქორწილი"
  

უკვე ფაინა რანევსკაიას გარდაცვალების შემდეგ, მისმა ახლობლებმა აღნიშნეს, რომ თბილისში შესაძლოა მისი რეალური ქორწილიც კი შემდგარიყო. სწორედ საქართველოს დედაქალაქში შეხვდა უდიდესი მსახიობი ლეგენდარულ სამხედრო მეთაურს — მარშალ ფიოდორ ტოლბუხინს. თავად რანევსკაია არასოდეს ყოფილა გათხოვილი და ის „ქორწილი“ მის ცხოვრებაში, ერთადერთი ამგვარი დღესასწაული იყო. მაშინაც, საკურთხეველთან არა თვითონ, არამედ მისი ქალიშვილი იდგა, რომელიც მსახიობის ცხოვრებაში ასევე არ არსებობდა. ხოლო ანანენსკის სურათი უდიდესი მსახიობის ფილმოგრაფიის კიდევ ერთ მარგალიტად იქცა. 

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი რანევსკაიას ქალაქს ათვალიერებინებდა, ხოლო იგი უყვებოდა თბილისის კინოსტუდიაში როგორ იღებდნენ მისი თანამემამულე —  ჩეხოვის პოპულარულ კომედიას. ფაინას თქმით, მას არასოდეს უგრძვნია თავი ასე ბედნიერად…

© SPUTNIK/ პერტუსოვასსრკ სახალხო არტისტი ფაინა რანევსკაია მის სევიჯის როლში. სპექტაკლი "ეს უცნაური მის სევიჯი"
სსრკ სახალხო არტისტი ფაინა რანევსკაია მის სევიჯის როლში. სპექტაკლი ეს უცნაური მის სევიჯი - Sputnik საქართველო
სსრკ სახალხო არტისტი ფაინა რანევსკაია მის სევიჯის როლში. სპექტაკლი "ეს უცნაური მის სევიჯი"

მოგვიანებით რანევსკაიას ახლობლები იგონებდნენ, რომ ეს ურთიერთობები ძალიან სერიოზული იყო. ტოლბუხინის გვერდით, ფაინა რანევსკაია ბრწყინავდა. 1947 წლის 27 აგვისტოს, მთაწნიმდის რესტორანში მათ ფაინას, როგორც შემდგომში თავად ამბობდა, ყველაზე მხიარული დაბადების დღე აღნიშნეს. 

დიდი მსახიობისა და მარშალის რომანი, 1949 წელს ტოლბუხინის მოულოდნელმა გარდაცვალებამ დაასრულა. ფაინა რანევსკაია მის დაკრძალვაზე მივიდა — სპეციალურად მისთვის გამოწერეს საშვი, რომელიც მას უფლებას აძლევდა კრემლის კედელთან მისულიყო…

თუმცა თბილისი არ გამქრალა მსახიობის ბიოგრაფიიდან. საქართველოს დედაქალაქის სახელი იმ წერილების კონვერტებს ამშვენებდა, რომელსაც რანევსკაია მისი უახლოესი თბილისელი მეგობრის — ვერიკო ანჯაფარიძისგან იღებდა. საყვარელ ფაინას ბოლო წერილს ვერიკო მაშინ მისწერს, როცა რანევსკაია უკვე ცოცხალი აღარ იქნება…

© ი. ობოლენსკის არქივივერიკო ანჯაფარიძისა და ფაინა რანევსკაიას ფოტო
ვერიკო ანჯაფარიძისა და ფაინა რანევსკაიას ფოტო - Sputnik საქართველო
ვერიკო ანჯაფარიძისა და ფაინა რანევსკაიას ფოტო

საერთოდ კი ამ ორი უდიდესი მსახიობის მიმოწერით ცალკე წიგნის დაწერაც შეიძლება — უდიდეს ნიჭზე, ერთგულებაზე, მეგობრობასა და სიყვარულზე. 

თბილისში, ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის სახლ-მუზეუმში ყველაზე საპატიო ადგილას  ფაინა რანევსკაიას პორტრეტი კიდია. მათ ათასობით კილომეტრი აშორებდათ, მაგრამ აერთიანებდათ გრანდიოზული ნიჭი და თბილი, სულიერი მეგობრობა თბილისში, სადაც თითოეულს თავისი სიყვარულის ისტორია ჰქონდა….


ყველა ახალი ამბავი
0